ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

კამპანია მოამზადა ზედოზირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა. კამპანია მიეძღვნა 31 აგვისტოს, ზედოზირებაზე ცნობიებრბის ამაღლების მსოფლიო დღეს. 

კამპანიის კონცეფცია უკავშირდებოდა სიცოცხლის უფლებას. როგორც კვლევებმა ცხადყო, გახშირდა კუსტარული ოპიოიდებით ზედოზირების შემთხვევები, ხოლო პოლიციასთან პრობლემებისგან თავიდან არიდების გამო იკლო მიმართვიანობამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად. ამის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა.

კამპანიის მთავარი გზავნილი სწორედ ამ მოცემულობას დაუკავშირდა: სიცოცხლე ან თავისუფლება არ უნდა იყოს არჩევანი - ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

კამპანია რამდენიმე ძირითადი ელემენტისგან შედგებოდა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა „ახალი ვექტორი“, გაკეთდა სოციალური ვიდეო რგოლი. დამზადდა და ფართოდ გავრცელდა პრომო მასალები. „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ მხარდაჭერით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის მონაწილეებს მიმართეს ევროკავშირის დელეგაციის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და ქსელის წარმომადგენლებმა. ასევე გაიმართა პრესკონფერენცია მედია საშუალებებისათვის. წარმოდგენილი იქნა ქსელის და პარტნიორების მიერ განხორციელებული სამი კვლევის ანგარიში. პრეზენტაციებს ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. 

ქვეყნის მასშტაბით გაიმართა მსგავსი ღონისძიებები. კერძოდ თბილისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართა ფლეშმობის აქცია. სპეციალურად მომზადებული მონაწილეები ქუჩაში ახდენდნენ ნარკოტიკული კომის იმიტაციას. ასევე სპეციალურად მომზადებული „შემთხვევითი გამვლელები“ აკეთებდნენ პირველი დახმარების დემონსტრირებას. მას შემდეგ, რაც ხალხი მოგროვდებოდა, ფლეშ მობის მონაწილეები წყვეტდნენ იმიტაციას და ყველას აუწყებდნენ, თუ რის აღსანიშნავად გაიმართა აქცია. აქცია გაშუქდა მედიით.


თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე

თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე...

27 ივნისი -

27 ივნისი - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმ...

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლე...

C ჰეპატიტის კამპანია

C ჰეპატიტის კამპანია...

REACT- ის სტატისტიკა მჩთ პროგრამასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ

REACT- ის სტატისტიკა მჩთ პროგრამასთან და...

რეგიონული სტატია რეაქტის ანგარიშს წარდგენის შესახებ

რეგიონული სტატია რეაქტის ანგარიშს წარდგე...

ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამები პენიტენციურ სისტემაში - კანონმდებლობის ანალიზი

ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანა...

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...