ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამები პენიტენციურ სისტემაში - კანონმდებლობის ანალიზი

აღნიშნული დოკუმენტი პროექტის: „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც  დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – „ალტერნატივა ჯორჯია“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ახორციელდება.

 საკანონმდებლო ანალიზში განხილულია ის პრობლემები, რაც პენიტენციურ სისტემაში, ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებით სარგებლობის კუთხით არსებობს.

 დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული, პენიტენციური სისტემაში ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო. არსებული რეგულაციები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს, ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის მკურნალობის უწყვეტობას, აიძულებს პროგრამაში ჩართულ პირებს უარი თქვან მკურნალობაზე პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში, აფერხებს ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობას და უგულებელყოფს ქალთა სპეციალურ საჭიროებებს.

პრობლემურია პენიტენციური სისტემაში პროგრამაში ჩართვის, მკურნალობის დასრულების და პროგრამიდან გარიცხვის წესი. პროგრამის იძულებით შეწყვეტას უფრო მეტად აქვს სადამსჯელო ხასიათი, რომელიც არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართული პირის ინდივიდუალურ სამედიცინო საჭიროებებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ შედეგებს, რაც შეიძლება პირის პროგრამიდან გარიცხვას მოჰყვეს.

დოკუმენტში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, პენიტენციური სისტემაში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების დანერგვის მიზნით.

 

 იხილეთ დოკუმენტი:

https://bit.ly/3tB78VA

 


სპაისი

სპაისი...

შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალუ...

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების დარღვევბზე რეაგირება

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების ...

ტელეკლინიკა - 0322 2 56 05 76

ტელეკლინიკა - 0322 2 56 05 76...

კონტაქტი

კონტაქტი...

განცხადება!

განცხადება!...

31 ოქტომბერს რეაქტის ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა

31 ოქტომბერს რეაქტის ანგარიშების პრეზენტ...

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგ...

კვლევა აივდადებით პირებში

კვლევა აივდადებით პირებში...