რა არის C ჰეპატიტი?

C ჰეპატიტის ვირუსი – HCV – მიეკუთვნე- ბა ყველაზე გავრცელებული ვირუსების რიცხვს, რომელიც აზიანებს ღვიძლს.

ცნობა ვირუსული ჰეპატიტით დაა- ვადების შესახებ თითქმის ყოველთვის ძლიერი სტრესია როგორც ინფიცირებულთათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის. საკუთარი ინფექციური სტატუსის ცოდნისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შე- იძლება თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავ- შირებული პრობლემების გაუარესება, ასევე ინფექციის გადაცემა ოჯახის წევრებზე და მჭიდრო კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებზე.

თუ ადამიანი HCV­ით ინფიცირებულია, მან უნდა:

• მიმართოს ექიმს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რათა მიიღოს ინფორმაცია და რჩევები დახმარებისა და მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით;

• ჩაიტაროს იმუნიზაცია А და В ჰეპატიტების საწინა­ აღმდეგო ვაქცინით, ამ ორი ჰეპატიტის ვირუსით თანმხ­ ლები ინფექციების თავიდან ასაცილებლად და ღვიძლის დასაცავად;

• აივ­ით კოინფიცირების შემთხვევაში მიიღოს დრო­ ული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის

ანტირეტროვირუსული თერაპია (მკურნალობის სქემას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც ასე­ ვე აფასებს მის ეფექტურობას ღვიძლის ფიბროზის ხა­ რისხის დადგენის, HСV­რნმ­ის ვირუსული დატვირთვის და სისხლის ბიოქიმიური ანალიზების საშუალებით);

• ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის და­ ავადების დროული დიაგნოსტიკის მიზნით (ღვიძლის ფუნქციების შეფასება, არანაკლებ ერთხელ წელიწად­ ში, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, იშვიათად, ღვიძლის ელასტოგრაფია და სხვა შემთხვევაში ­ პუნქციური ბიოფსია).

C ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში უნდა გახსოვ­ დეთ, რომ:

• თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, ჰე­ პატიტი ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალო­ ბას, თუმცა, განკურნებულთა რიგში მოხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდება როგორც ექიმის, ასევე პაციენ­ ტის მხრიდან;

• უნდა მიაკითხოთ ექიმს და მისი კონსულტაციის გარე­ შე არ უნდა მიმართოთ მკურნალობის არანაირ მეთოდს;

• საჭიროა ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების სრულად ინფორმირება არსებული დაავადების შესახებ;

• არასდროს გამოიყენოთ სხვასთან საზიარო პირსა­ პარსი მოწყობილობა, კბილის ჯაგრისი და ნებისმიერი საგანი, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს სისხლით;

• სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, ყოველთვის უნ­ და ისარგებლოთ პრეზერვატივით;

• უნდა გააფრთხილოთ თქვენი დაავადების შესახებ ის ექიმები, რომელთაც შეიძლება საქმე იქონიონ თქვენს სისხლთან ან სხვა სითხეებთან (სტომატოლოგები, გინე­ კოლოგები და სხვ.);

• უნდა გააფრთხილოთ საპარიკმახეროს ან იმ დაწესებულებების მუშაკები, სადაც კეთდება მანიკური, პედიკური, პირსინგი და ტატუ;

• სავალდებულოა პირადი ჰიგიენის წესების ცოდნა და დაცვა;

• დაავადება მართლაც ითხოვს კორექტივების შეტა­ ნას ცხოვრების წესში; აუცილებელია უარის თქმა ალ­ კოჰოლზე;

• არასდროს გამოიყენოთ საინექციო ნარკოტიკები. თუ არ შეგიძლიათ მათზე უარის თქმა და დამოკიდებუ­ ლების მდგომარეობიდან გამოსვლა, არასდროს გამო­ იყენოთ სხვასთან ერთად საზიარო ნემსები, შპრიცები, ხსნარები და სხვ;

• ეცადეთ, დაიცვათ დიეტა (შეამცირეთ ცხიმიანი, მა­ რილიანი, ცხარე, სუნელებიანი, შემწვარი, კონსერვან­ ტების შემცველი საკვები);

• აღნიშნულის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ აქტიური ცხოვრება, მუშაობა, ადამიანებთან შეხვედრები, შეგიძლიათ
იყოლიოთ შვილები და ა.შ.


C ჰეპატიტის კამპანია

C ჰეპატიტის კამპანია...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარებ...

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელი  პრეპარატები

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელ...

პროექტი FIND (2017-2020)

პროექტი FIND (2017-2020)...

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში ...

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი ...

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...