რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების შესახებ?

ამ ბლოგში მოგითხრობთ ნარკოტიკული სტიმულატორების ზედოზირების შესახებ. სტიმულატორები ის პრეპარატებია, რომლებიც აღმგზნებ ეფექტს ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც მოჰყვება გულის ცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზრდა, მკვეთრად იმატებს არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა. სტიმულატორებით ზედოზირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კრუნჩხვები, თავის ტვინის სისხლძარღვების ჩაქცევა (ინსულტი ან მიკროინსულტი), ინფარქტი, სუნთქვისა და გულის მოქმედების შეჩერება, სიკვდილი.

სტიმულატორებს უკუთვნის: კოკაინი, პერვიტინი („ვინტი“), ეფეტრონი („ჯეფი“), ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDMA („ექსტაზი“)  და სხვა.

ზედოზირება არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმისთვის ჩვეული ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით. სასიკვდილო დოზა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. როცა ნარკოტიკი გამოიყენება რეგულარულად და ხშირად, მის მიმართ ყალიბდება მიჩვევა (ტოლერანტობა) და სასიკვდილო დოზა იზრდება. ამიტომ, ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სტიმულატორების მოხმარების გამოცდილება, მათთან ზედოზირების შემთხვევა უფრო ხშირია. ზედოზირებაზე და ფატალურ დასასრულზე გავლენას ახდენს აგრეთვე ნარკოტიკების მიღების წესი, ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ერთდროული მიღება, ზოგიერთი წამლის გამოყენება.

ნარკოტიკების მარტო მოხმარება საშიშია: თუ მოხდა ზედოზირება, ვერავინ შეძლებს გაგიწიოს პირველადი დახმარება.

სტიმულატორებისა და ოპიატების ერთად მიღებით, მაგალითად- ჰეროინი არეული კოკაინთან, განსაკუთრებით იზრდება ზედოზირების რისკი. ასევე ალკოჰოლი სტიმულატორთან ერთად ხელს უწყობს ზედოზირების განვითარებას. შედეგად იზრდება გადახურების რისკი და მდგომარეობიდან გამოსვლის სირთულე.

სტიმულატორების ზედოზირების ნიშნები:

თავბრუსხვევა;
თავის ტკივილი;
ტრემორი;
სახის გაწითლება;
სხეულის ტემპერატურის მომატება;
ტკივილი მკერდში;
გახშირებული გულისცემა;
გულის აჩქარება;
ღებინება;
კრუნჩხვები;
არეული გონება (ორიენტაციის დარღვევა, რეაგირების არქონა);
პანიკა;
ჰალუცინაციები;

თუ ადამიანს აღენიშნება:

სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ამაღლება, კრუნჩხვები და გულის გაჩერება.

მისი სიცოცხლე საფრთხეშია

ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის გამოვლენის შემთხვევაშიც კი საჭიროა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

პირველადი დახმარება სტიმულატორებით ზედოზირების დროს

როგორ დავეხმაროთ სხვას სტიმულატორების ზედოზირების შემთხვევაში?

გადაჭარბებული აღელვების, ნერვულ აშლილობის და შიშის დროს:

მიიყვანე ის წყნარ, გრილ ადგილას და წამოაწვინე. გააღე ფანჯარა, რომ ისუნთქოს სუფთა ჰაერი. გამორთე ან შეასუსტე განათება. სცადე მისი დაწყნარება, დაარწმუნე, რომ საფრთხე არ ემუქრება, დაიწყე მშვიდი საუბარი, შეიძლება 2 აბი ფენაზეპამის მიცემა.

კრუნჩხვითი შეტევის დროს

დააწვინე ის იატაკზე, ან საწოლზე, ბასრი საგნებისგან მოშორებით და დაიცავი მკვეთრი მოძრაობებისგან. არ არის საჭირო ენის ხელით დაჭერა, ან კოვზის პირში ჩადება.

დაუყოვნებლივ გამოიძახე სასწრაფო დახმარება!

რა ვერ დაგეხმარება სტიმულატორებით ზედოზირებისას:

არ მოათავსო დაზარალებული ცივ აბაზანაში
არ მიაღებინო არანაირი წამალი, მარილიანი წყალი, გლუკოზა ან სისხლი;
ნალოქსონი არ არის დამხმარე საშუალება სტიმულატორებით ზედოზირების დროს;
არ დატოვო დაზარალებული მარტო, შეეცადე ის იყოს შენთან ახლოს სასწრაფოს მოსვლამდე;
დაუშვებელია ოპიატების მიღება, ამან შეიძლება გააძლიეროს ზედოზირება და დაზარალებული მიიყვანოს სიკვდილამდე;
არ მისცე დაზარალებულს ალკოჰოლი, ეს მხოლოდ დაამძიმებს მის მდგომარეობას;

 


REAct -ის 2023 წლის ანგარიში

REAct -ის 2023 წლის ანგარიში...

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი...

 REAct -ის 2025 წლის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის ანგარიში...

REAct -ის 2024 წლის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის ანგარიში...

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ...

GHRN -ის პროექტმა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

GHRN -ის პროექტმა იუსტიციის სამინისტროს ...

ცხელი ხაზის ინფორმაცია

ცხელი ხაზის ინფორმაცია...

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნიმ პოპულაციებში საქართველოში: ოპერაციული კვლევა

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნი...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...