ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“

„ახალი გზისთვის“ ყველაზე დიდი და ფასეული მიღწევა მაინც იმ ადამიანების ნდობა და აღიარებაა, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. ზოგჯერ, როცა სახელი დავიწყებიათ, „ახალი გზისთვის“ სწორი გზა უწოდებიათ. „ახალი გზა“ კვლავაც სწორი გზით, ღირსეული ცხოვრებისთვის გააგრძელებს მოღვაწეობას“ დალი უშარიძე,„ახალი გზის“ აღმასრულებელი დირექტორი

 „ახალი გზის“ შექმნის იდეა 2002 წელს გაჩნდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასოებაში“ ზიანის შემცირების პირველი, საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა. (2001-2002). ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს მიზნად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკის და პროგრამის დამკვიდრება დაისახა. უშუალოდ ზიანის შემცირების პროგრამის განხორციელების გარდა საჭირო იყო საზოგადოების სწორი დამოკიდებულების ფორმირება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შერბილება და პროცესებში ნარკოტიკების მომხმარებელთა აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა. ამ ამოცანების შესრულება 2003 წლიდან  ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.

 უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მასმედია პირველივე დღიდან მხარს უჭერს ზიანის შემცირების იდეას და პრაქტიკას; გაჩნდნენ ზიანის შემცირების და აივ-შიდსის სფეროს ექსპერტი ჟურნალისტები. აქვთ რა სარწმუნო ინფორმაცია, მოქალაქეთა მხრიდან ზიანის შემცირების პროგრამებს წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ შეხვედრია. ეს  კი ჟურნალისტებთან თანამშრომლობის  შედეგია- ჩატარებული ტრენინგების, სემინარების და კონკურსების, თემატური პრესკონფერენციების და პრესრელიზების, მედია-კამპანიების და ზიანის შემცირების პრეს-კლუბის მუშაობისა.

„ახალი გზა“ არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებებზე და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის აუცილებლობაზე გააკეთა განაცხადი და ამ საკითხს  მედია-კამპანია მიუძღვნა (2004).

„ახალი გზის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა ნარკოტიკების მომხმარებელთა ორი სათემო ორგანიზაცია: „ახალი ვექტორი“ (2006) და „რუბიკონი“ (2012). ორივე ორგანიზაცია აქტიურად და ნაყოფიერად ფუნქციონირებს. მათი თაოსნობით შექმნილი ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ორგანიზებულად მუშაობს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე. ორგანიზაცია არაერთი ინოვაციის ავტორი და დამნერგავია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია აივ-თან ერთად B  და C ჰეპატიტების ვირუსებზე ტესტირებისა და ზედოზირების პროფილაქტიკის მიზნით ნალოქსონის დარიგების პრაქტიკა, რომელიც 2012 წელს ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის მიერ რეგიონში საუკეთესო გამოცდილებად იყო აღიარებული.

2004 წელს „ახალ გზას“ საუკეთესო შეფასება მისცა ევროკავშირის ექსპერტმა პატრიკ ო’გორმანმა. 2005 წლის შემდეგ, გლობალური ფონდის პროექტის დაწყების კვალდაკვალ, ახალი თანამოსაქმეები, თანამოაზრეები და პარტნიორები შეიძინეს. მათთან და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან ერთად შესაძლებელი გახდა, რომ ზიანის შემცირების პროგრამას თავი დაემკვიდრებინა, როგორც ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას და ნარკოპოლიტიკის შეუცვლელ კომპონენტს.

 „ახალი გზა“  დაარსების დღიდან წარმატებით მუშაობს აივ/შიდსის და სისხლით გადამდები სხვა დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში და სპეციალიზებულია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამის განვითარება/განხორციელებაზე.

იგი წარმოადგენს ზიანის შემცირების პროგრამის პირველ განმახორციელებელს საქართველოში. ამდენად, მისმა გამოცდილებამ და დანერგილმა ინოვაციებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ზიანის შემცირების, როგორც ნარკოპოლიტიკის კომპონენტის და პროფილაქტიკური მეთოდის, დამკვიდრება და განვითარება. „ახალი გზა“ არის ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დამფუძნებელი/წევრი, აივ/შიდსისა და სგგი პრევენციის სამუშაო ჯგუფის (PTF) და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) წევრი; ზიანის შემცირების ევრაზიის ასოციაციის წევრი. ორგანიზაციის პრიორიტეტია კონსტრუქციული ურთიერთობა სამედიცინო, სოციალურ და სამართლებრივ სფეროში მოღვაწე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ახალი გზის“ მისია და ფასეულობებია: წვლილი შევიტანოთ მოწყვლადი და დისკრიმინირებული ადამიანების მიერ მათი პოტენციალის და უფლებების სრულად რეალიზებაში ბიო-ფსიქო-სოციალური სერვისების განვითარებით და ხელშემწყობი სოციალური გარემოს შექმნით. ამ მისიას სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, კერძო სექტორთან პარტნიორობით და ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ახორციელებენ. ორგანიზაცია აღიარებს და პატივს სცემს კონსტიტუციით და  საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. გმობს და ემიჯნება სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან  სტიგმის და დისკრიმინაციის ყოველგვარ გამოვლენას.  „ახალი გზა“ ახორციელებს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს: „ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება“.

„ახალ გზას“ ზიანის შემცირების მომსახურების მიმწოდებელი სამი ცენტრი აქვს: თბილისში, ქუთაისსა და სამტრედიაში, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლებით - სოციალური მუშაკებით, ფსიქოლოგებით, იურისტებით, ექიმებითა და ექთნებით. ამასთანავე, ემსახურება ორი მობილური ამბულატორია.

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობენ:

 

 

აღნიშნული სერვისების მიწოდება ხორციელდება როგორც ორგანიზაციის სერვის ცენტრებში, ასევე ბენეფიციართა საცხოვრებელ ადგილებში ისეთი ინოვაციური და ეფექტური საშუალებით, როგორიცაა მობილური ამბულატორია. მობილური ამბულატორია მნიშვნელოვნად ზრდის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ჩვენს მომსახურებაზე მცხეთა/მთიანეთსა და იმერეთში.

ექსპერტული შეფასებათ„ახალი გზა“ არის ორგანიზაცია, რომელმაც ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან, ზიანის შემცირების პროგრამებით მუშაობა დაიწყო მაშინ, როდესაც თითქმის არავის სჯეროდა ამ მიდგომის შესაძლო წარმატების. მას მერე თითქმის ორი ათეული წელი გავიდა. ჯერ იყო იდეა, შემდეგ ბენეფიციარები, შემდეგ ბენეფიციარები თანამოაზრეები ხდებოდნენ, შემდეგ თანამოაზრეები თანამშრომლებად იქცეოდნენ და შემდეგ თანამშრომლები და თანამოაზრეები ქმნიდნენ სფეროში წარმატებულ ორგანიზაციას. დღეს „ახალი გზა“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიწყო იდეით და ამ იდეისადმი ერთგულებით განავითარო ახალი მომსახურებები და ორგანიზაციები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტეგრაციისკენ.

,,უკვე რამდენიმე წელია, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს „ახალი გზას“ თან. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ერთგულებით, პროფესიონალიზმით და სიყვარულით შეგვიძლია შევცვალოთ გარემო, გადავლახოთ სირთულეები და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებით ჭირდებათ გვერდით დგომა.მადლობას ვუხდი „ახალ გზას“ მისი საქმიანობისთვის განსაკუთრებით კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის“ -გოჩა გიორგიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი

„ახალი გზის“ მიერ 2003-2018 წლებში განხორციელებული პროექტები

 

განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია:

 

(ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით), 06.03.2003 - 06.03.2006;

(გლობალური ფონდის პროექტი), 07.04.2005 - 07.04.2009;

(გლობალური ფონდის პროექტი) - 03.05.2005 - 03.05.2009;

(ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით), 16.01.2006 - 16.01.2007;

(ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით), 19.01.2006 - 19.07.2006;

(ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით), 2007-2008;

(გლობალური ფონდის პროექტი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით), 2009-2010;

„ნარკოლოგიური დახმარების ორგანიზებაში ზიანის შემცირების ელემენტების ინტეგრაცია“ (ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტისა და “ახალი გზის” ერთობლივი პროექტი), 2009-2010;

(გლობალური ფონდის პროექტის „ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის პრევენცია“ ფარგლებში), 2010-2013;

სამ ცენტრში: თბილისი, ქუთაისი, სამტრედია (გლობალური ფონდის პროექტი), 2014 - დღემდე.ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“

 


,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია“ -drugpolicy.ge

,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექს...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი 2014

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიის (CND2021)ფარგლებში გაიმართება ვებინარი

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიის...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი 2015

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

კონტაქტი

კონტაქტი...

2011-2013: ევროკავშირი(EC2), EIDHR/2011/267-527 ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენცია: გაძლიერების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება

2011-2013: ევროკავშირი(EC2), EIDHR/2011/...

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ...

7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღე

7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშო...

რა არის ზედოზირება?

რა არის ზედოზირება?...