მაკა გოგია ზედოზირებასთან დაკავშირებით

მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროექტების დირექტორი, ზედოზირების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას თავის სოციალურ გვერდზე :

"ბოლო პერიოდებში განვითარებულმა მოვლენებმა აქტუალური გახადა ზედოზირების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი - ნალოქსონის ხელმისაწვდომობა, რასაც მე და ჩემი კოლეგები ზიანის შემცირების ქსელიდან მრავალი წლის მანძილზე ადვოკაციას ვუწევთ. ამ პოსტით არანაირად არ ვადასტურებ, რომ ჟურნალისტის გარდაცვალება ზედოზირების შედეგად მოხდა, თუმცა ნალოქსონზე მცირე ინფორმაცია როგორც საზოგადოებაში, ასევე სამედიცინო პერსონალს შორის არსებობს და მასზე ხელმისაწვდომობა დღეს ნამდვილად არის პრობლემა.

ნარკანი იგივე ნალოქსონი - ეს არის პრეპერატი, რომელიც ანეიტრალებს ოპიატების მოქმედებას ანუ ის ოპიატების ანტაგონისტია. მოქმედებას იწყებს პირველი 5 წუთის განმავლობაში და რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა!
დღეს საქართველოში არსებობს ნალოქსონის მხოლოდ ინექციური ფორმა, (2მგ/მლ, გამჭვირვალე სითხე ამპულებში). მისი მოხმარება მარტივად შეიძლება კუნთებში (დუნდულებში, მხარში, ბარძაყში) ინექციის სახით. ნალოქსონი უსაფრთხოა, არა აქვს გვერდითი მოვლენები, არ ითვლება ნარკოტიკად და არ იწვევს ეიფორიას. ნალოქსონის მიცემის შემდეგ
ადამიანი მომენტალურად ფხიზლდება, ახელს თვალებს, იწყებს სუნთქვას. ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება, თუ რა მოხდა, განიცდის ნარკოტიკის დოზის ნაკლებობას, სურს დოზის დამატება, რაც დაუშვებელია. ამ დროს დაზარალებულს უნდა აეხსნას მდგომარეობის სიმძიმე და ზედოზირების გამეორების საშიშროება.
ნალოქსონი არ მოქმედებს ისე ხანგრძლივად, როგორც ოპიატები, სისხლში მისი მოქმედება გრძელდება 60–90 წუთი. თუ დაზარალებული კვლავ კარგავს გონებას, ლურჯდება და ჩნდება პრობლემები სუნთქვაში, რეკომენდირებულია განმეორებითი ინექცია. აუცილებელია მეთვალყურეობა გაეწიოს დაზარალებულს შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში, იმაში დასარწმუნებლად, რომ საფრთხემ ჩაიარა.
ჩვენს ზიანის შემცირების პროგრამებში ნალოქსონის ამპულებს ვურიგებთ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს ჯერ კიდევ 2010 წლიდან. წელიწადში 12,000 ცალზე მეტ ამპულას ვარიგებთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადავარჩნეთ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე!.
თუმცა, ნალოქსონი არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი პროგრამების გარეთ. მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთვევაში არ აქვთ ნარკოტიკების მომხმარებლებს, ან თან არ აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ და არც დროა საიმისოდ, რეცეპტის გამოწერაზე ვინმემ ზედოზირების დროს იზრუნოს.
რამდენიმე წელია ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, რომ ნალოქსონი მოხსნას რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტები სიიდან, თუმცა პროცესები ძალიან გაჭიანურდა. არადა ნალოქსონის მაქსიმალური ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ძლიერი აღკვეთის ე.წ ,,ლომკის" დადგომის რისკი, თუმცა ოპიატებით ზედოზირებით გარდაცვალების რისკი მაქსიმალურად მცირდება და ესაა მთავარი ასეთ შემთხვევაში.
მეორე საკითხია, ფართო სპექტრის სამედიცინო პერსონალის ინფორმირება ნალოქსონის სიკეთეზე და მათთვის ამ პრეპარატების მიწოდება საჭიროებისამებ გამოსაყენებლად.
მოკლედ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კიდევ ერთხელ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაფართოების საკითხზე. მითუმეტეს, კოვიდ პანდემიის პირობებში, ზედოზირების რისკები ისედაც გაზრდილია."


REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მონაცემებით

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მო...

ებრძოლე აივ სტიგმას

ებრძოლე აივ სტიგმას ...

შეხვედრა დეკრიმინალიზაციის თემაზე

შეხვედრა დეკრიმინალიზაციის თემაზე...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციებისათვის სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა EECA რეგიონში (2019-2021)

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციების...

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საჯარო მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სა...

2014-2017: ნარკოდანაშაულზე გასამართლებულ პირთა უფლებებისთვის

2014-2017: ნარკოდანაშაულზე გასამართლებულ...

უკრაინისთვის

უკრაინისთვის...

REACT- ის სტატისტიკა მჩთ პროგრამასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ

REACT- ის სტატისტიკა მჩთ პროგრამასთან და...