ცვლილებები იწყება შენით - სტიგმა შენს გარჩემო

თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში სტიგმის შინაარსი ფართოა: სტიგმატიზირებული ადამიანი ნებისმიერი ნიშნით დისკრედიტირებულია, მისი სოციალური იდენტობა კი — საზოგადოების მიერ გაუფასურებული. სიმრავლის გამო, შეუძლებელია იმ ნიშნების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ინდივიდი იყოს სტიგმატიზირებული. გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, სხეულის წონა, ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ სტიგმათა კატეგორიებია.

 

მასტიგმატიზირებელი მდგომარეობები ექვსი ძირითადი განზომილებით განსხვავდებიან ერთმანეთსგან (Jones et al., 1984): (1) სიცხადე (აშკარა)— რამდენად ხილულია სტიგმა ან რამდენად შეიძლება მისი სხვებისგან დაფარვა; (2) მიმდინარეობა — იცვლება თუ არა მდგოამრეობა დროთა განამვლობაში და თუ იცვლება, როგორ. ასევე, აქ შედის მისი საბოლოო შედეგი; (3) დამაზიანებლობა — რამდენად არღვევს ეს მდგომარეობა სოციალურ ურთიერთობებს; (4) ესთეტიკური თვისებები — რამდენად განაპირობებს მოცემული თვისება, რომ ინდივიდი საზოგადოებამ აღიქვას, როგორც უშნო, მახინჯი ან მწყობრიდან გამომყვანი; (5) წარმოშობა — როგორ შეიქმნა მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი; (6) საფრთხე — რამდენად საშიშია ან რა ტიპის საფრთხეს უქმნის მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა/სტიგმა სხვებს. თითოეული განზომილება თავისებურად ზემოქმედებს სოციალურ ურთერთქმედებებზე.

 

სოციუმი განსხვავებულად რეაგირებს აშკარა და დაფარულ სტიგმაზე. რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული სტიგმა, როგორც ვიზუალი ნიშნით, მით უფრო მყისიერად აღიქმება ინდივიდის მიერ და პირველადი შთაბეჭდილების ნაწილი ხდება. ეს პროცესი სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ფარული სტიგმა განსხვავებულად მოქმედებს: მისი გამოვლენა დროში მიმდინარე პროცესია და გარკვეულ პირობებს და გარემოს უკავშირდება. შესაბამისად საზოგადოების რეაქციაც ფარულ სტიგმაზე უფრო მეტად პირობითია, ვიდრე აშკარა სტიგმაზე.

 

სოციალური სტიგმის გოფმანისეული (1963) ანალიზი სტიგმატიზირებულთა ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე ფოკუსირდება. იგი ამ გამოცდილების ოთხ ასპექტს გამოყოფს: (1) სტიგმატიზირებულ ინდივიდებს ნეგატიურ წინარწმენებთან და დისკრიმინაციასთან უწევთ გამკლავება. ცრურწმენა (prejudice) და დისკრიმინაციის მომცველი შემთხვევების დიაპაზონი დიდია: თითქმის შეუმჩნეველიდან და დახვეწილიდან, როგორიცაა ეპითეტები და მეტსახელები, ფიზიკურ თავდასხმებამდე და მაღაზიაში პერსონალის მიერ მომსახურებაზე უარის თქმამდე. (2) სტიგმატიზირებული ინდივიდები ხშირად აცნობიერებენ, რომ სხვების თვალში გაუფასურებულები არიან ან ნაკლოვანად აღიქმებიან. (3) სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა იციან იმ კონკრეტული სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც მათ სოციალურ ჯგუფებს აქვთ. (4) სტიგმატიზირებული ადამიანები, შესაძლოა, არ იწყვნენ დარწმუნებულნი ან გაურკვევლობაში იყვნენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიზეზებში. ისინი უარყოფით შედეგებს საკუთარ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობაზე დაფუძნებულ ნეგატიურ წინარწმენებსა და დისკრიმინაციას მიაწერენ; დადებით შედეგებს კი — სხვების მხრიდან სტიგმატიზირებული სტატუსისადმი სიმპათიას ან განსჯის თავიდან არიდების სურვილს.

 

კლასიკური მოსაზრებების მიხედვით, სტიგმატიზირების გამოცდილება მასტიგმატიზირებელი ხატებისა და ინდივიდის ჯგუფის სტერეოტიპების ინტერნალიზაციას მოიცავს. ამიტომ ხშირად უშვებენ, რომ სტიგმა სტიგმატიზირებულთა შორის დაბალ თვითშეფასებას იწვევს. თუმცა, ემპირიული კვლევა ეწინააღმდეგება ამ მოსაზრება. ამასთან, სტიგმის სფეროში მომუშავე მკვლევრები მიუთითებენ, რომ სტიგმატიზირებული ინდივიდები, ფლობენ რა გაუფასურებულ იდენტობას, მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას, ნეგატიური წინარწმენების გავლენას და  ნაკლებად ღებულობენ დახმარებას საზოგადოებისმხრიდან.  სტიგმა გავლენას ახდენს ინდივიდის იდენტურობის განცდაზეც.

 

სტიგმის უახლესი თეორიების თანახმად, სტიგმატიზირებული ჯგუფის წევრობას ინდივიდი ავტომატურად მიჰყავს თვითსტიგმატიზაციამდე, რისი შედეგიცდაბალი თვითშეფასება და დაბალი თვითეფექტურობაა. თუმცა, ემპირიულ კვლევათა მეტანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტიგმატიზირებული ინდივიდი მოწყვლადია დაბალი თვითშეფასების, ცხოვრებით ნაკლები კმაყოფილებისა და განსაკუთრებით დეპრესიის მიმართ, ინდივიდთა უმრავლესობას, მძიმედ სტიგმატიზირებულებსაც კი, შეუძლიათ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, საკუთარ ჯგუფზე დადებითი წარმოდგენის შენარჩუნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ცხადია, ზოგი ინდივიდი სხვებზე უკეთ უმკლავდება სტიგმიდან მომდინარე საფრთხეებს.

 

სოციალური სტიგმის გაცილებით არათვალშისაცემიშედეგი კოგნიტურ და ინტელექტუალურ რეალიზაციაზე გავლენაა. ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გაცნობიერებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სტიგმატიზირებული ჯგუფის აკადემიურ მიღწევებზე. ასეთი სტერეოტიპული მუქარა განსაკუთრებით მოსალოდნელია ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ინდივიდის მიერ თავის წარმოჩენა ამ სტერეოტიპების ჭრილშია შესაძლებელია.

 

სტიგმატიზირება, უპირატესად, სიტუაციური საფრთხეა; ეს არის ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რომელშიც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინდივიდის სტიგმა იმოქმედებს მისდამი დამოკიდებულებასა და შეფასებაზე. პიროვნების გამოცდილებაზე ზემოქმედების ასეთი წინაპირობისთვის საერთოდ არ არის საჭირო გაუფასურების ინტერნალიზაცია ან მასტიგმატიზირებელი სტერეოტიპი.

 

საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის ამსახველი  მაგალითები

 

 

 

 

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ მოწყვლად ჯგუფებში სტიგმა კიდევ უფრო გაძლიერებულია. შეცვალე შენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და დაიწყე ცვლილებები შენით!

 

 


იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროე...

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების სერვისის უზრუნველყოფაზე: შედარებითი ანალიზი

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების ს...

რეაქტის ანგარიში - 2022 წლის პირველი ნახევარი

რეაქტის ანგარიში - 2022 წლის პირველი ნახ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2014

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებს COVID-19 კორონავირუსის შესახებ

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებ...

რა არის შიდსი?

რა არის შიდსი?...

წლიური ანგარიში - 2016

წლიური ანგარიში - 2016...

ტენდერი _ პროექტის კონსულტანტი

ტენდერი _ პროექტის კონსულტანტი...

მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს, სრულიად უფასოდ

მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს...