რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფექციის რისკის ქვეშ?

აივ ინფეცია არაპროპორციულად მოქმედებს ქალებზე საზოგადოებაში მათი არათანაბარი კულტურული, სოციალური და ეკონომიკური სტატუსის გამო.

ინტიმური პარტნიორის ძალადობა, უთანასწორო კანონები და მავნე ტრადიციული პრაქტიკა აძლიერებს არათანაბარ ძალაუფლებას მამაკაცებსა და ქალებს შორის. აივ ინფექცია არა მხოლოდ გენდერული უთანასწორობით არის განპირობებული, არამედ ის გენდერულ უთანასწორობას აძლიერებს და ქალებს უფრო დაუცველს ხდის. 

კვლევების თანახმად აივ ინფექციით დაავადებულ ქალებს აქვთ უფრო ხშირად დაუგეგმავი ორსულობა, უფრო მეტი აბორტები, მშობიარობის შემდეგ დაუყოვნებელი სტერილიზაციის მაღალი რისკი და სექსუალური ძალადობა, აივ – ნეგატიურ ქალებთან შედარებით. ქალებს ნაკლებად აქვთ საშუალება, იზრუნონ თავიანთი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ და შეამცირონ აივ ინფექციის რისკი. ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს ბოლომდე არ ესმით წესები მშობიარობისა და აივ ინფექციის შესახებ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის რომ, აივ პოზიტიურმა ქალებმა გაიკეთონ აბორტი, რადგან ისინი არასწორად არიან ინფორმირებულები აივის  შესახებ და იმაზე თუ როგორ  უნდა დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა და მათი შვილის ჯანმრთელობა. 

ცხოვრების გარკვეულ მომენტში, ყოველი მესამე ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას პარტნიორისგან, ან არაპარტნიორისგან. ძალადობა ხელს უშლის ბევრ ქალს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს, დაიცვან თავი აივ ინფექციისგან, ზოგიერთ რეგიონში დადგენილია, რომ ქალები, რომლებიც განიცდიან ინტიმური პარტნიორის ძალადობას, 1,5 -ჯერ უფრო ხშირად ინფიცირდებიან აივ ინფექციით.

გენდერული ძალადობა, გენდერული უთანასწორობის ფიზიკური გამოვლინება, ნაჩვენებია, რომ წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს აივ ტესტირებისა და კონსულტაციის მიღებაში, აივ დადებითი სტატუსის გამჟღავნებაში და ანტირეტროვირუსული მკურნალობის  მიღებაში და დაცვაში. ძალადობის შიშმა და გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალების აივ სტატუსის დამალვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  ანტირეტროვირუსული მკურნალობის შფერხება. 

როგორ მოქმედებს აივ/შიდსი ქალებზე მამაკაცებისგან განსხვავებით?

გართულებები, როგორიცაა:

 

რა ფაქტორები აყენებს ქალებს აივ ინფექციის რისკის ქვეშ?

აივ ინფექცია ვრცელდება სისხლში, წინა სათესლე სითხეებში, სპერმაში, საშოს სითხეებში, სწორი ნაწლავის სითხეებში ან დედის რძეში, რომელსაც აქვს აივ ინფექცია.

აივ ინფექციის გადაცემის ძირითადი რისკფაქტორებია:

ანალური ან ვაგინალური სექსი იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს აივ ინფექცია კონდომის გამოყენების გარეშე;

ინექციური წამლის აღჭურვილობის, მაგალითად, ნემსების, გაზიარება აივ ინფექციის მქონე პირთან.

არის თუ არა რაიმე საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს ქალებში აივ ინფექციის მკურნალობაზე?

აივ მედიკამენტებით მკურნალობა რეკომენდებულია აივ ინფექციით დაავადებულთათვის. ამასთან, მშობიარობის კონტროლი და ორსულობა ის ორი საკითხია, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ აივ მკურნალობაზე ქალებში.

ორსულობის დროს აივ ინფიცირებული ქალები იღებენ აივ მედიკამენტებს ორსულობისა და მშობიარობის დროს, რათა შეამცირონ დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის რისკი და დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა.ზოგჯერ ქალის აივ მკურნალობის სისტემა შეიძლება შეიცვალოს ორსულობის დროს. ქალებმა და მათმა სამედიცინო მომწოდებლებმა უნდა განიხილონ, საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილება შეიტანონ აივ ინფეციის მკურნალობისას ორსულობის პერიოდში.


N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19-ის გარცელების დროს - გზამკვლევი

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19...

2011-2013: ევროკავშირი (EC1) DCI-SANTE/2011/260-569 აივ პროფილაქტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება

2011-2013: ევროკავშირი (EC1) DCI-SANTE/2...

რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია?

რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია...

აივ ინფექცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

აივ ინფექცია და მასთან დაკავშირებული ფსი...

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციი...

ევროპული ონლაინ კვლევა ნარკოტიკების შესახებ

ევროპული ონლაინ კვლევა ნარკოტიკების შესა...

11 ოქტომბერი - გლოვის დღე

11 ოქტომბერი - გლოვის დღე ...

N2 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N2 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...