კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის ვაქცინა ?

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება პირველ რიგში დასტურდება ამა თუ იმ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდებით. კლინიკური ცდების შემდგომ, ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას (კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით) ასევე ადასტურებენ მარეგულირებელი ორგანოები. მაგალითად WHO, CDC, FDA, EMA და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა კოვიდ ვაქცინა აივ-დადებითი პირებისთვის?

კოვიდ-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის. მათ შორის, აივ-დადებითი პირებისთვის.

ამ დროისთვის არ არსებობს   მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აივ-დადებითი ადამიანები კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენებისას შემდგომი გართულებების მომატებულ რისკ ჯგუფს წარმიადგენენ.

ვაქცინის გამოცდისას კვლევებში არაერთი აივ-დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი არ იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. ნაწილს კი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მეშვეობით მიღწეული ჰქონდა არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია აივ-დადებითმა პირებმა?

აივ-დადებითი პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა ისეთივე სასურველია, როგორც აივ-უარყოფითი ადამიანისთვის. ვაქცინაციის მეშვეობით, თქვენ შეამცირებთ COVID-19-ით ინფიცირების რისკებს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად დაცვა (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების რეგულარული დაბანა).

წყარო : http://selftest.ge/blog/610ab54502e12e001f12f06b

 


ალიანსის სტატია ქსელის შესახებ

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ...

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის  სახელმძღვანელო პრინციპები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახ...

მეთოდური რეკომენდაციები ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისათვის COVID– 19-ის ფართო გავრცელების პირობებში სამუშაოდ

მეთოდური რეკომენდაციები ზიანის შემცირები...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე...

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAc...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გამგეობის სამუშაო შეხვედრა

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გამ...