თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

საქართველოში სტიგმის თუ დისკრიმინაციის მხრივ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები არსებობენ.საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და სტიგმატიზებული ჯგუფია. მათი სერვისებში ჩართვის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, სტიგმა და დისკრიმინაცია. ძლიერი სოციალური სტიგმა და მადისკრიმინირებელი დამოკიდებულება მომხმარებელთა მიმართ, რომელსაც თვითსტიგმატიზაციაც ემატება, ერთიანობაში აყალიბებს ძლიერ ხელის შემშლელ ფაქტორს, რაც განაპირობებს მათთვის საჭირო სერვისებში (წამალდამოკიდებულების მკურნალობა, ზიანის შემცირება) მათ ნაკლებ ჩართულობას.

საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების, სტიგმის და არა ტოლერანტული დამოკიდებულების გამო, ნარკოტიკების მომხმარებლებს უჭირთ საჭირო სერვისების მიღება და ჩართულობა. მწვავეა კონფიდენციალობის საკითხი ისეთი სამედიცინო სერვისების მიღებისას, როგორიცაა წამალდამოკიდებულების მკურნალობა, ტუბერკულოზის ან აივ ინფექციის მკურნალობა.

REact (Rights – Evidence – ACTion – უფლებები – მტკიცებულებები – ქმედებები), შემუშავებულია ორგანიზაცია Frontline AIDS-ის მიერ (დიდი ბრიტანეთი) და წარმოადგენს თემის დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე მონიტორინგის და რეაგირების ინსტრუმენტს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში REAct ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსის მიერ, რეგიონული პროექტის “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მაღალი რისკის პოპულაციებისათვის მდგრადი აივ სერვისების უზრუნველყოფა“ (SoS) ფარგლებში, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
REact იძლევა ადამიანის უფლებებთან, აივ-ინფექციის სერვისებთან, პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე წვდომასთან დაკავშირებულ ბარიერების დოკუმენტირების და რეაგირების შესაძლებლობას.

REact-ის სიტემაში 2019 წლიდან რეგისტრირებულია ქეისები ნარკოტიკების მომხმარებლების უფლებების დარღვევის კუთხით. შემთხვევები მოიცავს ნარკომომხმარებლების სტიგმა/დისკრიმინაციას, მეტადონის პროგრამაში ჩართვის პროცესში უფლებების დარღვევას, უკანონო დაკავებას და ა.შ.

რეგისტრირებული ქეისები ნათლად აჩვენებს, რომ ნარკომოხმარებლების მდგომაროება ქვეყანაში ისევ მძიმეა, ისევ ირღვევა მათი უფლებები და ისევ იღებენ არასათანადო მოპყრობაბ სხვადასხვა დაწესებულებებში. 

REact-ის საქართველოს გუნდმა, ექსპერტებთან და თემის წევრებთან თანამშრომლობით შეიმუშავა ნარკოპოლიტიკის საადვოკაციო გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქმედითი ცვლილებების გასატარებლად საზოგადოებაში. 

#არასტიგმას #არადისკრიმინაციას

#REact #SocialCampaign #SoS_Project

 


სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინ...

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფექციის რისკის ქვეშ?

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფ...

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში ...

ქსელის წესდება და დოკუმენტები

ქსელის წესდება და დოკუმენტები...

პროექტი FIND (2017-2020)

პროექტი FIND (2017-2020)...

 COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს მაღალი რისკ ჯგუფებისთვის აივ-ის სერვისების საგანგებო დაგეგმვის გზამკვლევი

COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების...

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ...

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგ...

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...