ოჩთ პროგრამის გამოწვევები საქართველოში

ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპია (ოჩთ) (ან ოპიოიდებით მხარდამჭერი მკურნალობა) ოპიოიდებზე დამოკიდებული პირების მკურნალობისა და მართვის ყველაზე ეფექტიანი მიდგომაა. მკურნალობა განკუთვნილია სწრაფი მოქმედების ოპიოიდებზე (მაგალითად ჰეროინი, სირეცი, ოპიუმი, დეზომორფინი, კოდეინი, ფენტანილი) დამოკიდებული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მკურნალობაში ჩართვის შემდეგ აწვდიან ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდებს (როგორებიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი). საქართველოში ოჩთ პროგრამა 2005 წლიდან ხორციელდება და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა მზარდია. 

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა რიგი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოში, რაც მოიცავს, ოთხ მიმართულებას:

I ჩამნაცვლებელი პრეპარატის სახლში გატანების პრაქტიკის დანერგვის საჭიროებას  -

გადაისინჯოს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის წესები. კერძოდ, პროგრამის მოსარგებლეებს მიეცეთ საშუალება სამკურნალო დაწესებულებიდან ხელზე გაიტანონ იმდენი დღის სამყოფი ჩანაცვლებითი პრეპარატი, რის მართვასაც თავად შეძლებენ, რათა გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების ხარისხი და გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობები.

ბოლო, 2019 წლის მონაცემებით1, ქვეყანაში 13 000-მდე მოქალაქე ოპიოიდით (მეთადონი და სუბოქსონი) ჩანაცვლებითი თერაპიის (ოჩთ) სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარგებლეები კუთვნილი ულუფის მისაღებად დაწესებულებაში ყოველდღე დადიან, დგანან რიგში, ეხარჯებათ მგზავრობის თანხა და დრო.

II ჰეროინით მხარდაჭერილი მკურნალობის დანერგვის საჭიროებას

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაუმჯობესდეს ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის შესაძლებლობები. კერძოდ, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოსარგებლეებისთვის, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ჩამნაცვლებელი მედიკამენტების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი.

საქართველოში ამჟამად მხოლოდ მეთადონითა და სუბოქსონით (კომბინირებული პრეპარატი: ბუპრენორფინი, ნალოქსონი) ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები მოქმედებს, მაშინ როცა ევროპის სულ უფრო მეტ ქვეყანაში12 (მაგ. დანია, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და კანადა13) არსებობს, ასევე, ჰეროინით მხარდაჭერილი მკურნალობის პროგრამები.

ჰეროინით ჩანაცვლების პროგრამები გამოიყენება მათთვის, ვისაც ჰეროინზე დამოკიდებულების გამო ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები აქვთ, რომლის დროსაც სხვა პრეპარატებით (მეთადონით, ბუპრენორფინით) ჩანაცვლება არაეფექტურია.

საექსპერტო შეფასებით14, ჰეროინით ჩანაცვლება ინიშნება პაციენტების დაახლოებით 3%- სთვის.

III ოჩთ პროგრამების მოსარგებლეთა დასაქმების ხელშეწყობის საჭიროებას -

მნიშვნელოვანია, ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის მოსარგებლეებისთვის, დაინერგოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები.

სოციალური რეინტეგრაცია არ არსებობს დასაქმების გარეშე, ხოლო სოციალური რეინტეგრაციის გარეშე ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის შედეგი მყარი არ არის.

► 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით21, დასავლეთ საქართველოში ოჩთ პროგრამების მოსარგებლეთა 48% უმუშევარია (სახელმწიფო პროგრამაში - 57.4%, კერძო - 31.2%). 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა 51.8%-ს.

► ამავე კვლევის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ოჩთ პროგრამის მოსარგებლეების 10.2% ცხოვრების ხარისხს „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ აფასებს. „არც ცუდად, არც კარგად“ - 57.4%.

IV ოჩთ პროგრამის ფსიქოსოციალური კომპონენტის გაძლიერების საჭიროებას - 

მნიშვნელოვანია, ოპიოიდით ჩამანაცვლებელი თერაპიის (ოჩთ) პროგრამაში გაუმჯობესდეს ფსიქოსოციალური დახმარების კომპონენტი. კერძოდ, გაუმჯობესდეს ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურების ხარისხი და გაიზარდოს მათი რგოლის მნიშვნელობა მოსარგებლეთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის.

ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობის პროგრამებში ფსიქოსოციალური კომპონენტის მნიშვნელობაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს (იხ. ქვემოთ). მიუხედავად ამისა, საქართველოში აღნიშნული რგოლის მომსახურების ხარისხს მკურნალობის პროცესში სათანადო ყურადღება არ ენიჭება:

დასავლეთ საქართველოში ოჩთ პროგრამების მოსარგებლეთა შორის 2021 წელს ჩატარებული კვლევის30 თანახმად:

- კვლევის მონაწილეების 75%-ზე მეტს არასდროს მიუმართავს ფსიქოლოგის დახმარებისთვის საიტზე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ხოლო 62.2%-ს სოციალური მუშაკისთვის.

- რესპონდენტთა 8%-მა მიუთითა, რომ საერთოდ არ იცის საიტზე ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

- მხოლოდ 38.8% მა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსალოდნელია დახმარებისთვის მიმართოს საიტის ფსიქოლოგს;

 

თითოეული მიმართულებით გაანალიზებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება და შემოთავაზებულია გადაჭრის გზები. დოკუმენტი ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებას, მოპოვებულს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან რეაქტის სისტემაში რეგისტრირებულია 98 შემთხვევა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. 

 

წყარო : ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის დასახვეწად საადვოკაციო წერილი (2022)

 

 


C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ადვოკაცია საქართველოში (2018-2019)

C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ...

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში...

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფექციის რისკის ქვეშ?

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფ...

COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნ...

REAct -ის 2020 წლის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის ანგარიში...

თებერვალში გაწეული რეაგირებები _REAct

თებერვალში გაწეული რეაგირებები _REAct...

სხვადასხვა პროფილის ექიმის  უფასო კონსულტაცია - ტელეკლინიკა

სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულ...

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინიკა

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინი...

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარებ...