განცხადება!

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელიც აერთიანებს 26 წევრ ორგანიზაციას, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რუსულ კანონის მიღების მცდელობასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ეს კანონი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე, ვინაიდან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება ქვეყანაში სწორედ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.
 
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, რაც გახდება საფუძველი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების, შესაბამისად გაიზრდება რისკები ნებისმიერი კეთილშობილური მიზნით შემოსული დონორული დაფინანსების დაბლოკვის, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ არ იქნება ხელისუფლების ინტერესში. ხელისუფალი, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეძლებს მოახდინოს მისთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაცია და საერთოდ გააქროს ის სამოქალაქო პლატფორმიდან.
 
ხელისუფალს უჩნდება შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეს ისეთ ინფორმაციებზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მედიასაშუალებებს შეიძლება მოუწიოთ ინფორმაციის წყაროს დასახელება, ხელი შეეშლება ჟურნალისტტური გამოძიებების ჩატარებას, რაც საბოლოოდ შესაძლოა აღმოჩნდეს კორუფციის და საჯარო მოხელეების კრიმინალურ გარიგებების ხელშემწყობი.

სექტემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

სექტემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _RE...

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროე...

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!...

 სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმი...

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებ...

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის...

REAct -ის 2023 წლის ანგარიში

REAct -ის 2023 წლის ანგარიში...

N3 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N3 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგ...