ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

 ამერიკული კომპანია გილეადი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორცილებით მოწინავე ქვეყანაა. ამერიკული კომპანია პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

► „საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილიადი ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით. ჩვენ ვიცით, რომ გილეადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5%-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე. გილეადი აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება.“ - ნათქვამია განცხადებაში

#ჯანდაცვა2020 #STOPC

https://bit.ly/2NP0M2K

 


ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინაცია ?

ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინა...

20-27 ნოემბერი - ევროპის ტესტირების კვირეული

20-27 ნოემბერი - ევროპის ტესტირების კვირ...

REAct -ის 2024 წლის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის ანგარიში...

ასოციაცია

ასოციაცია "ქსენონი"...

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინ...

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელი  პრეპარატები

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელ...

ივლისის თვეში გაწეული რეაგირებები

ივლისის თვეში გაწეული რეაგირებები...

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მონაცემებით

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მო...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი 2015

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...