რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ

ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ტუბერკულოზის მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად. ფილტვის ტუბერკულოზი გადამდებია. ტუბერკულოზით დაავადების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში, ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის მეშვეობით, მზის სხივები ტუბერკულოზის ბაქტერიას კლავს,  ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) არ გადადის. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვებში. ტუბერკულოზის ბაცილის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს დაავადებას. ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული.  დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. იმუნიტეტს განსაკუთრებით ასუსტებს  შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ–ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.  პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ტარდება სამშობიაროშივე - BCG-ვაქცინა.

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა, უმეტესად ნახველის გამოყოფით;

საეჭვო სიმპტომების არსებობისას მაშინვე მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ ფტიზიატრთან დიაგნოზის დასაზუსტებლად.

 დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს. მკურნალობის ინტენსიური ფაზა მოიცავს დაახლოებით 2-3 თვეს, ხოლო მთლიანი კურსი საშუალოდ 6-9 თვეს. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი დაავადებულია ტუბერკულოზით და მან არ იცის ამის შესახებ, ის საფრთხეს უქმნის როგორც თავის ჯანმრთელობას, ასევე გარშემომყოფებს. მნიშვნელოვანია:

თუ გინდათ განიკურნოთ, ჩაიტარეთ ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის სრული კურსი ექიმის დანიშნულების მიხედვით. დროულად აღმოჩენილი და სწორად ნამკურნალები ტუბერკულოზი, განკურნებადია!


მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს, სრულიად უფასოდ

მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს...

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინიკა

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინი...

 საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური დაწესებულებაში

საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური ...

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა...

საინფორმაციო შეხვედრა პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა პრობაციის პროგრამა...

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან დაკაშირებულ საკითხებზე

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან და...

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგ...