შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა ა/ო "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და ა/ო ,,იმედის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
 
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელში ზიანის შემცირების პროექტს ახორციელებენ. ასევე ჩართულნი არიან C ჰეპატიტიტის სახელმწიფო პროგრამაში.
 
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების მიზნით არსებული პროგრამები, მნიშვნელობა და გამოწვევები.
პროგრამების მდგრადობის შენარჩუნებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ დისკუსიის ინიცირებას ადგილობრივ მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების დირექტორი, მაკა გოგია, რეგიონული პროგრამების მენეჯერი, თამარ ზურაშვილი და ა/ო ,,იმედის“ ხელმძღვანელი, ზორია წურწუმია.
 
https://bit.ly/3ziD9FG
 

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საჯარო მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სა...

 სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმი...

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების სერვისის უზრუნველყოფაზე: შედარებითი ანალიზი

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების ს...

REAct-ის გუნდის განცხადება 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე

REAct-ის გუნდის განცხადება 5 ივლისს მომხ...

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა...

ასოციაცია ,,HERA XXI”-ის დისტანციური სერვისები

ასოციაცია ,,HERA XXI”-ის დისტანციური სერ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2013

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

წლიური ანგარიში - 2019

წლიური ანგარიში - 2019...