ტრენინგების ციკლი თემაზე -

ნუ გვავიწყდება, რომკორონააქ არის, არსად წასულა. პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში არ წარიმართება. ვაქცინაციის მიმდინარეობის დროს უნდა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შანსი, შევამციროთ ვირუსით ჩვენი დაინფიცირების და სხვების დაინფიცირების რისკი.

,,ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ადამიანებმა უნდა დაიცვან რეკომენდირებული ზომები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ ზომებს. ეს გულისხმობს ხელების ხშირად დაბანას, ნიღბის ტარებას, სულ მცირე ერთ მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვას, ჰაერის კარგ განიავებას და ხალხმრავალ ადგილებში ან ჩაკეტილ სივრცეებში სტუმრობისგან თავის შეკავებას. ეს ზომები კარგად მუშაობს ყველა ვირუსის ყველა ახალი შტამის წინააღმდეგ, ამცირებს ვირუსის გადაცემას და ვირუსის შემდგომი მუტაციის შანსებს“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში ინფექციების გუნდის ხელმძღვანელი, ბატონი რიჩარდ პიბოდი.

covid 19 გამოწვევების პირობებში საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ეს გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას საზოგადოების დისკრიმინირებული, სტიგმატიზირებული და რეპრესირებული ჯგუფების წინაშე, რომელთა ჯანდაცვის და სოციალურ მომსახურებებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის ხარისხი ისედაც დაბალია, ხოლო პანდემიის პირობებში კი პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნება აივ/შიდსის საკვანძო პოპულაციები, კერძოდ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკი ქალები, მამაკაცები რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ტრანსგენდერი პირები, ასევე აივ დადებითი და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები.

მარტი, აპრილის პერიოდში, #SoS_project ფარგლებში - ტრენინგების ციკიკლი ჩატარდა თემაზე ,, Covid - 19 პრევენცია და ვაქცინაცია“, სფეროში მომუშავე 27 ორგანიზაციაში, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. საკომუნიკაციო ტრენინგს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ცენტრების წარმომადგენლები, თემის წევრები და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგებს უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომუნიკაციის ჯგუფის წევრები, თეონა თოდუა, მარინა თოფურიძე და ნინო სარაშვილი. შეხვედრა მიზანად ისახავდა კოვიდ 19-ის პრევენციაზე, ვაქცინაციაზე და ტესტირებაზე ცნობიერების ამაღლება აივ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის და თემის წევრებისთვის.

შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:

,,ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისა და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების აუცილებელი წინაპირობაა“ აღნიშნეს შეხვედრის ორგანიზატორებმა, ასევე ხაზი გაუსვეს კრიზისის ყველა ეტაპზე დროულ და სანდო ინფორმაციაზე წვდომის მნიშვნელობას და სწავლის ყველა საფეხურზე განათლებაზე მისაწვდომობის აუცილებლობას.

ტრენინგის ციკლი საქართველოს მასშტაბით სფეროში მომუშავე 27  ორგანიზაციაში ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.

იხილეთ რეპორტაჟები :
https://www.facebook.com/TVODISHIOFFICIAL/videos/350295840393506
https://www.facebook.com/geohrn/videos/1018792399054494

May be an image of 8 people, people sitting, people standing and indoor

May be an image of 7 people and people standing

May be an image of 6 people, people sitting and indoor

 


N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

„ქალი რომ მოგვმართავს, წასასვლელი ექნება!“: როგორ ეწინააღმდეგებიან რეაქტორები გენდერულ ძალადობას საქართველოში

„ქალი რომ მოგვმართავს, წასასვლელი ექნება...

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ.შ. ქალი მომხმარებლების) ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ბარიერების ოპერაციული კვლევა

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ...

კონკურსს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის შესარჩევად კვლევის

კონკურსს საქართველოში არასამთავრობო ორგა...

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი მასალები (Toolkit) ეროვნული საზოგადოებისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი...

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში ...

აივ თვითტესტირების ოპერაციული კვლევის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

აივ თვითტესტირების ოპერაციული კვლევის პი...

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფექციის რისკის ქვეშ?

რატომ არიან ქალები განსაკუთრებით აივ ინფ...

აგვისტოს თვეში გაწეული რეაგირებებები

აგვისტოს თვეში გაწეული რეაგირებებები...