C ჰეპატიტის კამპანია 2014

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანია კვლავ სახელმწიფო ორგანოებზეა მიმართული, ვინაიდან, ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა არ არის საკმარისი სიცოცხლისათვის. კერძოდ, პაციენტებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების პროგრამა არ არის ის არჩევანი, რომელიც პაციენტს სიცოცხლის საშუალებას მისცემს. ამიტომ 2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე. როგორც ფოტოებზე ნახავთ მოეწყო იმიტირებული არჩევნები საქართველოს 6 ქალაქში, სადაც პაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა შემოხაზეს C ვარიანტი და ხმა მისცეს სიცოცხლეს. ზაფხულის სიცხის მიუხედავად ამომრჩევლის აქტივობა შთამბეჭდავი იყო. 1 საათზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ხმა მისცა 1658 ამომრჩეველმა და ამით მთავრობას უკარნახა საკუთარი ნება, რომ მკურნალობა უნდა იყოს პაციენტისთვის უფასო. ამას გარდა საქართველოს 4 ქალაქში გაიმართა მრგვალი მაგიდა და რამდენიმე შეხვედრა პაციენტებთან. მომზადდა საინფორმაციო და პრომო მასალა. მედიამ ტრადიციულად ფართოდ გააშუქა კამპანია - 16 სიუჟეტი, ჩართვა, ტოკშოუ, პუბლიკაცია და ა.შ. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც აღნიშნა ეს დღე საპატიმროებში საინფორმაციო მასალის გავრცელებით (იხილეთ 2 პოსტერი ილუსტრაციისთვის) და ღონისძების მოწყობით. საარჩევნო ატრიბუტიკა გვათხოვა ცესკომ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.


N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსში „იმოქმედე ახლა“

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კ...

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა...

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

რა არის C ჰეპატიტი?

რა არის C ჰეპატიტი?...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა...

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლე...

ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინაცია ?

ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინა...