შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა ა/ო "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და ა/ო ,,იმედის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
 
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გლობალური ფონდისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელში ზიანის შემცირების პროექტს ახორციელებენ. ასევე ჩართულნი არიან C ჰეპატიტიტის სახელმწიფო პროგრამაში.
 
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების მიზნით არსებული პროგრამები, მნიშვნელობა და გამოწვევები.
პროგრამების მდგრადობის შენარჩუნებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ დისკუსიის ინიცირებას ადგილობრივ მთავრობასთან და მუნიციპალიტეტებთან.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების დირექტორი, მაკა გოგია, რეგიონული პროგრამების მენეჯერი, თამარ ზურაშვილი და ა/ო ,,იმედის“ ხელმძღვანელი, ზორია წურწუმია.
 
https://bit.ly/3ziD9FG
 

 REAct -ის 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის პირველი ნახევრის ან...

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი 2014

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2014

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!...

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციებისათვის სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა EECA რეგიონში (2019-2021)

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციების...

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუქრდი

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუ...