კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის ვაქცინა ?

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება პირველ რიგში დასტურდება ამა თუ იმ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდებით. კლინიკური ცდების შემდგომ, ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას (კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით) ასევე ადასტურებენ მარეგულირებელი ორგანოები. მაგალითად WHO, CDC, FDA, EMA და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა კოვიდ ვაქცინა აივ-დადებითი პირებისთვის?

კოვიდ-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის. მათ შორის, აივ-დადებითი პირებისთვის.

ამ დროისთვის არ არსებობს   მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აივ-დადებითი ადამიანები კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენებისას შემდგომი გართულებების მომატებულ რისკ ჯგუფს წარმიადგენენ.

ვაქცინის გამოცდისას კვლევებში არაერთი აივ-დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი არ იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. ნაწილს კი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მეშვეობით მიღწეული ჰქონდა არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია აივ-დადებითმა პირებმა?

აივ-დადებითი პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა ისეთივე სასურველია, როგორც აივ-უარყოფითი ადამიანისთვის. ვაქცინაციის მეშვეობით, თქვენ შეამცირებთ COVID-19-ით ინფიცირების რისკებს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად დაცვა (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების რეგულარული დაბანა).

წყარო : http://selftest.ge/blog/610ab54502e12e001f12f06b

 


როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებს COVID-19 კორონავირუსის შესახებ

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებ...

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - სუბუტექსი (ბუპრენორფინი)

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - სუბუ...

11 ოქტომბერი - გლოვის დღე

11 ოქტომბერი - გლოვის დღე ...

მარტის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

მარტის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct...

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი...

გამგეობა

გამგეობა...

ქსელის წესდება და დოკუმენტები

ქსელის წესდება და დოკუმენტები...

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელი  პრეპარატები

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელ...