მდგრადობა, როგორც პრიორიტეტი: REAct აგრძელებს ფუნქციონირებას საქართველოში 2023 წლიდან

17 თებერვალს თბილისში გაიმართა რეაქტის ეროვნული საკოორდინაციო შეხვედრა პროგრამაში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და რეაქტორებთან. შეხვედრის მთავარი პუნქტი გახდა ერთწლიანი სამუშაო გეგმის დამტკიცება, ასევე 2023 წლის ცვლილებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება.

წელს საქართველოში REAct გააგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების შეგროვებას და მონიტორინგს და მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშების შექმნას. რეაქტის ეროვნული გუნდი აპირებს ნარკოპოლიტიკის ადვოკატირების გეგმის განხორციელებას და შეეცდება დაინტერესებული პარტნიორების და რესურსების მობილიზებას პროცესის დასაწყებად. შედეგად, REAct 2023 წელს გააგრძელებს იურიდიულ საკონსულტაციო სერვისს, ასევე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სენსიტიზაციის ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის, წინა ანგარიშებში გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით.

„REAct არის უნიკალური სისტემა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაზომად ქვეყანაში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია და მისი ფუნქციონირების მდგრადობა აუცილებელია. – განაცხადა REAct-ის ეროვნულმა კოორდინატორმა კახა კვაშილავამ. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეაქტი საქართველოში ფუნქციონირებას 2023 წლის ბოლომდე, მცირე შესვენების შემდეგ აგრძელებს, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით."

REAct-ის გუნდმა უკვე ჩაატარა თებერვალში ერთი საკოორდინაციო შეხვედრა, ასევე ერთი ტრენინგი ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და განახლებული სისტემის შესახებ - ახალი ველი, რომელიც ახლახან დაემატა სისტემას (უფლებების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით) და ერთი ტრენინგი ახალი REActor-ებისთვის. 

REAct საქართველოს გუნდი იმედოვნებს REAct სისტემის მდგრადობაის უზრუნველყოფას საქართველოში და ასევე, შესაძლებლობას განახორციელოს ყველა მნიშნველოვანი აქტივობა ქვეყანაში იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე, რომლებიც არ იყო შეტანილი წლევანდელ გეგმაში, რათა გაზარდოს შედეგების ეფექტურობა და რეალურად შეცვალოს ადამიანი უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში.

იხილეთ სტატია რეაქტის გლობალურ გვერდზე : https://react-aph.org/en/react-is-continuing-to-function-in-georgia-in-2023/

 


საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საჯარო მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სა...

კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2013

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

კონტაქტი

კონტაქტი...

საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია (2019-2020)

საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპო...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნიმ პოპულაციებში საქართველოში: ოპერაციული კვლევა

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნი...

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების სერვისის უზრუნველყოფაზე: შედარებითი ანალიზი

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების ს...