კორონავირუსული ინფექცია ( COVID – 19) დღესდღეისობით მსოფლიოში გავრცელებულია უმეტეს პოპულაციაში, ნივთიერებებზე დამოკიდებული პირები წარმოადგენენ ადვილად მოწყვლად ჯგუფს აღნიშნული კორონავირუსით ინფიცირებისადმი.
Photo: Colourbox.com
დაბალი სტანდარტის საცხოვრებელი პირობები და ჰიგიენაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ზრდის ინფიცირების რისკს.
ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ღვიძლის, შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, ასეთ დროს კორონავირუსულ ინფექციას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.
ხანდაზმული პირები იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ, ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობაზე უმეტესად იმყოფებიან >50 წლის პირები, უმეტეს მათგანს აღენიშნებათ სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები რაც ასევე ზრდის ლეტალური შედეგის რისკს.
მცირე ინფორმაცია კორონავირუსის და კორონავირუსული ინფექციის შესახებ
კორონავირუსის გადაცემა ხდება ადამიანიდან ადამიანზე, ვინაიდან კორონავირუსი ახალი ვირუსია ადამიანს არ აქვს იმუნიტეტი მასთან საბრძოლველად, ამიტომ ვირუსით ინფიცირება ადვილად იწვევს ავადობას. უმეტეს შემთხვევაში ვლინდება ჩივილები რომელიც გავს მარტივ ვირუსულ ინფექციას, თუმცა მომატებული რისკის მქონე პირებში (ნარკოტიკების მომხმარებლები, თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები) შესაძლოა ინფექციას ქონდეს მძიმე მიმდინარეობა და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
როგორც წესი, კორონავირუსული ინფექცია გადაეცემა წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით, თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა. კორონავირუსი დიდხანს ძლებს ზედაპირებზე: სახელურებზე, სავარძლის ზედაპირებზე და მათ შორის საინექციო და არასაინექციო ინსტრუმენტებზე.
ზედოზირების რისკი
ნივთიერებებზე დამოკიდებული პირები, რომლებიც ინფიცირებულები არიან კორონავირუსით აქვთ ზედოზირების გაზრდილი რისკი, აგრეთვე სხვა თანმხლები დაავადებების არსებობა ზრდის ზედოზირების რისკს. კორონავირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დაზიანება რაც აგრეთვე ზედოზირების რისკის განმაპირობებელია.
ნარკოტიკების მოხმარებამ მოწევით და შეყნოსვით შესაძლოა გამოიწვიოს კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობის დამძიმება და დაავადების პროგრესირება, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია ნარკოტიკის მიღების ალტერნატიული გზა - პერორალური მიღება. პრევენციულ ზომებად მიიჩნევა ნარკოტიკის ჩვეულებრივზე დაბალი დოზის მიღება, როდესაც პირი ინფიცირებულია კორონავირუსით.
სხვადასხვა ნივთიერებების ერთდროული მოხმარება, მაგალითად ოპიოიდები, ბენზოდიაზეპინები და ალკოჰოლი ზრდის ზედოზირების რისკს. ხანდაზმული ნივთიერებებზე დამოკიდებული პირები შესაძლოა იყვნენ ზედოზირების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ რომელიც განპირობებულია წამლისადმი ტოლერანტობის შემცირებით.
ზოგადი რეკომენდაციები ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისადმი
შესაძლებელია განვითარდეს ისეთი სიტუაცია, როდესაც გექნებათ დაბალი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნარკოტიკების ბაზარზე მოწოდების შეფერხების გამო, იყავით ფრთხილად როდესაც ნარკოტიკს ყიდულობთ უცნობი ან ახალი დილერისგან. გაყავით დოზა 4 ნაწილად და მიიღეთ დროის შუალედებით და არა ერთდროულად.
ნარკოტიკების მიღების ყველაზე სახიფათო გზა არის ინექციური გზით მოხმარება, მოერიდეთ აღნიშნული გზით ნარკოტიკების მიღებას იმდენი ხნით რამდენადაც შესაძლებელია.
ნარკოტიკების მოხმარების ყველაზე სახიფათო გზიდან ნაკლებად სახიფათოზე გადასვლის მოდელი ასე გამოიყურება:
ინექცია - მოწევა, შეყნოსვა - ორალური მიღება.
ჯანდაცვის დაწესებულები, როგორც წესი აკეთებენ მარაგებს ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი პირებისათვის მედიკამენტებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით, თუმცა შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს სამუშაო საათებში და მიღების წესში, ამიტომ ფრთხილად იყავით და მაქსიმალურად შეეცადეთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებეზე.
მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ნარკოტიკის მარტო მოხმარებას, თუმცა ამავე დროს დაიცავით დისტანცია.
რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად
ხელების ჰიგიენა და ასევე ზოგადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა ძალიან მშივნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ინფიცირებისაგან თავის დასაცავად.
თავი აარიდეთ ხელის ჩამორთმევას, ჩახუტებას და არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს დაუბანელი ხელებით. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, დაიცავით ადამიანებთან ურთიერთობის დროს მანძილის დისტანცია.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინისა და სხვა ვაქცინების აუცილებლობის შესახებ.
სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში (ცხელება, თავის ტკივილი, ხველა, ტკივილი სხეულის არეში) დარჩით სახლში მინიმუმ 14 დღე და აღკვეთეთ კონტაქტები თქვენს ირგვლივ მყოფ პირებთან. თუ ამჩნევთ მდგომარეობის გაუარესებას, პირველ ეტაპზე ტელეფონით დაუკავშირდით პირად ექიმს და იმოქმედეთ მისი რეკომენდაციის შესაბამისად. დაავადების მე- 4 - მე - 7 დღეს შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება, ასეთ დროს ფიქსირდება: ტემპერატურის მატება, ხველების გაძლიერება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი სისუსტე. ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი აუცილებელია.
ბუპრენორფინს აქვს ზედოზირების განვითარების ბევრად დაბალი რისკი ვიდრე მეთადონს. ასეთ დროს ხანგრძლივი მოქმედების ბუპრენორფინით მკურნალობა შესაძლებელია საუკეთესო გამოსავალი იყოს. აღნიშნულის შესახებ გაიარეთ რეკომენდაცია ექიმთან, საკითხები რომლებიც უნდა განიხლით: რა სიხშირით უნდა მიიღოთ მედიკამენტი, სად უნდა მიხვიდეთ მედიკამენტის მისაღებად, შესაძლებელია თუ არა სახლში მიწოდების სერვისი. გაარკვიეთ რამდენად შესაძლებელია მედიკამენტის მიღება კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვით, რა სიხშირით უნდა მოხდეს კლინიკაში ვიზიტი, განიხილეთ ექიმთან კომუნიკაციის ყველაზე უსაფრთხო გზები, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. თავი მოარიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.
შეიმუშავეთ გადაუდებელი შემთხვევების დროს სამოქმედი გეგმა, იქონიეთ ცხელი ხაზის საკონტაქტო ნომერი რათა ნებისმიერ დროს შეძლოთ დაკავშირება.
ნორმალურ სიტუაციაში ფსიქოაქტიური ნივთიერებებით მკურნალობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად მრავალ დილემასთან არის დაკავშირებული. ახლანდელ ვითარებაში, ძალზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება და კარგი მედიკამენტებით მკურნალობის შენარჩუნება. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, როგორც კორონავირუსის ინფექციის და მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარების დაავადების რისკის დაგეგმვისა და მართვის დროს. ეს არის და იქნება კიდეც რთული სამუშაო, მაგრამ მკურნალობის ყველა მიმწოდებელმა უნდა გააკეთოს ეს შეფასებები და ადეკვატური გეგმები დასახონ გამკლავებისთვის მომდევნო კვირისა და თვის განმავლობაში.
შეაფასეთ ომდ პაციენტების ჯანმრთელობა ამ დღეებში. თუ მათ აქვთ ქრონიკული და / ან მწვავე დაავადებები, ზედოზირების რისკი უნდა იყოს სპეციალურად შეფასებული და მიღებულ იქნას შესაბამისი პრევენციული ზომები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეთ, აქვთ თუ არა პაციენტებს რესპირატორული სიმპტომები. ამ შემთხვევაში, მიიღეთ შესაბამისი ზომები, როგორც პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ვირუსის გადაცემის რისკის შემცირებისთვის.
იქონიეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება და ასევე გქონდეთ პირბადე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მოდიან ოდმ პროგრამაში მედიკამენტების მისაღებად.
განიხილეთ ომდ მედიკამენტების დოზა, მწვავე ინფექციის შემთხვევაში. თუ პაციენტს უვითარდება ფილტვების ინფექცია ან / და კორონავირუსის დაავადების სიმპტომები, ომდ მედიკამენტის დოზის შემცირება შეიძლება განიხილებოდეს / სცადოთ პაციენტთან შეთანხმებით.
შეადგინეთ გეგმა, მიიღონ თუ არა ომდ მედიკამენტები სერვის ცენტრებში, თუ სხვაგვარად მიეწოდოთ პაციენტებს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს და როგორ უნდა შემცირდეს სხვა პაციენტებსა და პერსონალზე გავრცელების რისკი, მათ შორის შინმოვლის სერვისებში.
შეიმუშავეთ გეგმა მედიკამენტების მიწოდებისთვის OAT პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე კორონავირუსული დაავადება და რომელთაც დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.
განიხილეთ, არის თუ არა საჭიროება და მიზანშეწონილია თუ არა, მედიკამენტის გატანის უფრო გრძელი ინტერვალების დაშვება და ვიზიტების შემცირება იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც მიიღებენ რამდენიმე დღის მედიკამენტებს.
განიხილეთ, არის თუ არა ამ პერიოდში ამბულატორიული კონსულტაციების საჭიროება, მაგალითად, შარდის რეგულარული ტესტების ჩატარება ან კონსულტაციებისთვის ფიზიკური დასწრების აუცილებლობა.
დააბალანსეთ პაციენტის მოგზაურობის საჭიროება მედიკამენტების შეგროვების მიზნით და დაავადების გადაცემის რისკის შემცირების მცდელობა (პაციენტთან კონტაქტის, შემდგომი შეფასებისა და მონიტორინგის საჭიროებისთვის).
კრიზისის დროს, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მეტი ყურადღება და დაკვირვება, ზოგმა კი ამ გარემოებების გამო შეიძლება იგრძნოს მარტოობა და ჰქონდეს კრიზისის განცდა.
განიხილეთ, იქნება თუ არა სტაბილური და პროგნოზირებადი გახსნის სამუშაო საათები და სერვისების მიწოდების წესი მათთვის, ვინც ყოველდღიურად / რეგულარულად ღებულობს ოდმ -ს თქვენს კლინიკაში. დარწმუნეთ პაციენტები რეალობის ფარგლებში, რომ მედიკამენტების სტაბილური ხელმისაწვდომობა იქნება კრიზისის დროს, ჯანდაცვის სერვისების / პერსონალისთვის.
მოამზადეთ მომსახურების მიწოდება ისე, რომ ოდმ მედიკამენტების მიღებამ არ გამოიწვიოს პაციენტების დიდი რაოდენობით შეკრება ერთდროულად. ჰიგიენის ზომები უფრო მეტად დაიცავით ადგილზე მიტანის მომსახურებისას.
დარწმუნდით, რომ საკმარისი ოდმ სამკურნალო საშუალება არსებობს და გაითვალისწინეთ შეკვეთის უფრო დიდი მარაგი უფრო გრძელი პერიოდისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი შეკვეთის ინტერვალის დროს.
განიხილეთ ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შესაძლებლობები ოდმ ჩართულობის დაბალი ზღურბლისთვის.
განიხილეთ და მოამზადეთ სათანადო ზომები, რომ თქვენი პერსონალი ვირუსის გადაცემის დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებოდეს.
ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ არალეგალურ ნარკოტიკებს, შეიძლება განიცდიან არასტაბილურობას ამ მედიკამენტებზე. იმსჯელეთ პაციენტებთან, თუ როგორ აპირებენ ისინი ასეთ სიტუაცისთან გამკლავებას და წვლილი შეიტანეთ მათთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებაში.
იხილეთ დოკუმენტი სრულად:
ნორვეგიის ნივთიერებებდამოკიდებულების კვლევითი ცენტრის რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის კორონავირუსის ეპიდემიის დროს
წყარო : https://bit.ly/2Uv4tOE