C ჰეპატიტის კამპანია 2013

საკითხზე მომუშავე ჯგუფის მიერ გადაწყდა საკამპანიო ტურნეს მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. კამპანიის დაგეგმვას ორდღიანი პროცესი დაეთმო ბულაჩაურში.

წლევანდელი კამპანიის სახელწოდებად განისაზღვრა „C არ იCდის“. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კამპანიის მთავარ სამიზნედ ის ფარმაკომპანიები იქცნენ, რომლებიც 15 წლის განმავლობაში არ აიაფებდნენ მკურნალობის ფასს. სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად კამპანიის პრომო მასალებს.

კამპანიის ფარგლებში აქციები გაიმართა ფარმაკომპანიების ოფისების წინ, რომლის დროსაც აქტივისტებმა შავ ჩარჩოში ჩასმული საკუთარი სურათები მიიტანეს ოფისებთან და კომპანიების სახელების ინტერპრეტაციის მეშვეობით გააპროტესტეს მათი სიძუნწე.

კამპანიის ფარგლებში ქსელის მედიაკოორდინატორმა ორგანიზება გაუკეთა სატელევიზიო და რადიო ტოკშოუებს. კამპანიის კვირეულის განმავლობაში, საკითხის გაშუქების კოეფიციენტმა 70%-ს გადააჭარბა.

 

კამპანიის ოფიციალური ღონისძიებები - მრგვალი მაგიდები გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში. 27 ივლისდან 28 ივლისის ჩათვლით გაიმართა საკამპანიო ტურნე, რომელმაც მოიცვა საქართველოს დიდი ქალაქები: თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ამ ქალაქებში გაიმართა აქციები, ფლეშმობები და საინფორმაციო შეხვედრები. 28 ივლისს საკამპანიო ტურნე ბათუმში დასრულდა, სადაც დარიგდა საინფორმაციო მასალები და მოეწყო გალა კონცერტი პოპულარული შემსრულებლების მონაწილეობით. 


მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტ...

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრ...

 რეაქტის ფარგლებში აგვისტოს თვეში გაწეული რეაგირებები

რეაქტის ფარგლებში აგვისტოს თვეში გაწეულ...

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია...

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

შემცირების საქართველოს ქსელის ახალ გამგეობა

შემცირების საქართველოს ქსელის ახალ გამგე...

განცხადება!

განცხადება!...

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება - კვლევა - 2021

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება ...

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას!

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას...