ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ.შ. ქალი მომხმარებლების) ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ბარიერების ოპერაციული კვლევა

საქართველო მოზრდილთა პოპულაციაში აივ/შიდსის გავრცელების მხრივ მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას (0.5% (0.4-0.6%)1, მაგრამ ეპიდემიის გავრცელების მაღალი პოტენციალით. ეპიდემია კონცენტრირებულია ძირითად მოწყვლად ჯგუფებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ) და ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ). 2005 წლიდან საქართველოში მუშაობს ზიანის შემცირების პროგრამები, რომელთა მიზანია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება ინდივიდების, თემისა და საზოგადოების დონეზე.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ნიმ–ების (მ.შ. ქალი მომხმარებლების) ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ბარიერების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და გამოვლენილი ბარიერების დაძლევის მიზნით.

2017 წლის სექტემბრიდან ნოემრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა ხარისხობრივი კვლევა, ჩაღრმავებული ინტერვიუების გამოყენებით, ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებელ პროვაიდერებსა და ბენეფიციარებს შორის. კვლევა ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 12–მა პროვაიდერმა და 35–მა ნიმ–მა.

კვლევის შედეგების თანახმად ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად გამოიკვეთა სტიგმა და დისკრიმინაცია, რაც გაცილებით დიდია ქალი მომხმარებლების მიმართ. სერვისების ანონიმურობა და კონფიდენციალობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნიმ–ებისთვის ზიანის შემცირების პროგრამებით სარგებლობისას. არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვნად ზღუდავს შნპ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში როგორც ჩართვის, ასევე დაყოვნების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ბარიერად დასახელდა პრეპარატის სახლში გატანების საკითხი. ზიანის შემცირების ყველა სერვისზე ვლინდება ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ბარიერი რეგიონებში. ფინანსური ბარიერი ვლინდება ზიანის შემცირების ფასიანი პროგრამებით სარგებლობისას და/ან ცენტრებში მოსახვედრად საჭირო ტრანსპორტირების თანხების არ ქონაში. შნპ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ ერთ ბარიერად გამოვლინდა ინფორმირებულობის ნაკლებობა, მაშინ როდესაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების შესახებ ცნობიერება ძალიან მაღალია ნიმ–ებში.ზიანის შემცირების სერვისების მისაღებად ნიმ–ების მოზიდვის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის წამყვანი ადგილი უკავია უფასო სერვისებს, რაც საერთო იყო ყველა პროგრამისთვის. ნიმ–ების მიმართ პოზიტიური, მეგობრული დამოკიდებულება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს მათ მოზიდვას. ზიანის შემცირების ყველა პროგრამის როგორც პროვაიდერის, ასევე ბენეფიციარების მხრიდან განსაკუთრებით იქნა ხაზგასმული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის და ნიმ–ების დასაქმების ხელშეწყობის აუცილებლობა.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ზიანის შემცირების სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ იქნა ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები:

  •  სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება, რომლისთვისაც სამიზნე ჯგუფები უნდა იყოს:
    o ზოგადი მოსახლეობა;
    o სამედიცინო პერსონალი;
    o ნიმ–ები (ნიმ–ების თვითსტიგმაზე მუშაობა, ასევე მამაკაც ნიმ–ებთან მუშაობა ქალი
  • ნიმ–ების მიმართ მადისკრიმინირებელი დამოკიდებულის აღმოსაფხვრელად);
  • ოჩთ პროგრამებში პრეპარატის გატანების სერვისის დანერგვა;
  • ჩანაცვლებითი თერაპიის და სხვა ზიანის შემცირების სერვისების დადებითი როლის შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირება;
  • შნპ–ების შესახებ ნიმ–ების ცნობიერების ამაღლება;
  • შნპ და ოჩთ პროგრამების გეოგრაგიული ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში;
  • ზოგიერთ შნპ სერვის ცენტრში ქალებისთვის ცალკე საათებსა თუ დღეებში მომსახურების გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ოჩთ პროგრამების ფარგლებშიც;
  • სარეაბილიტაციო სერვისების დამატება ყველა ოჩთ და შნპ ცენტრებში;
  • ნიმ–ების დასაქმების ხელშეწყობა;
  • C ჰეპატიტის მკურნალობის შნპ ცენტრებში ინტეგრირება;
  • ზიანის შემცირების არსებული სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სრულად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლისას ნიმ–ებისთვის დაბალზღურბლოვანი პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელება.

C ჰეპატიტის კამპანია (C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის კამპანია “მეC მიმკურნალე“)

C ჰეპატიტის კამპანია (C ჰეპატიტის მკურნა...

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნიმ პოპულაციებში საქართველოში: ოპერაციული კვლევა

აივ თვით-ტესტირების მიმღებლობა მსმ და ნი...

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვე...

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება ს...

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგ...

ზიანის შემცირების სერვისები

ზიანის შემცირების სერვისები...

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მონაცემებით

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მო...

ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინაცია ?

ვიდეო რგოლი - რა არის სტიგმა / დისკრმინა...

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კვირით გამოკეტილი, ბედავს ბრძოლას მისი უფლებებისთვის

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კ...