27 ივნისი - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა" - მრგვალი მაგიდა

 27 ივნისს, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ:
თამარ გაბუნია (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე),
ირმა ხონელიძე (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის პროგრამის დირექტორი)
ხათუნა თოდაძე (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე)
იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი)
თემის წევრები, სათემო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები
 
შეხვედრა ეძღვნებოდა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც ქსელის ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა რაკურსით მიმოიხილეს ნარკოპოლიტიკის უარყოფითი შედეგები. ხაზი გაესვა მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას და დამანგრეველ შედეგებს, როგორც მომხმარებელთა თემისათვის ასევე საზოგადოებისთვის.
 
შეხვედრაზე განიხილეს რეაქტის სისტემაში რეაქტორების მიერ დოკუმენტირებული ადამიანის უფლებების დარღვევების ქეისების შედეგად შემუშავებული სტატისტიკა.
 
#GHRN #REACT

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია,...

ანონიმური, უფასო და სწრაფი დისტანციური სამეციდინო მომსახურება

ანონიმური, უფასო და სწრაფი დისტანციური ს...

განცხადება

განცხადება...

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REA...

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...

თელავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირ...

სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე

სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე...

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპატიტის ინციდენტობის განსაზღვრის მიზნით (2018-2023)

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპა...

აივ თვით-ტესტირების მეთოდური სახელმძღვანელო

აივ თვით-ტესტირების მეთოდური სახელმძღვან...