აივ ინფექცია ნარკოტიკების მომხმარებლებში

აივ/შიდსი განაჩენი არ არის, თუმცა უმნიშვნელოვანესია იცოდე შენი აივ სტატუსი! ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსი მეტ გართულებასან არის დაკავშირებული და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. ნივთიერებების მოხმარების სპეციფიკური ქცევებიდან გამომდინარე (ჰიგიენის დაუცველობა, არასტერილური ხელსაწყოები, დაუცველი სქესობრივი კავშირი) ნარკოდამოკიდებული პირები გაცილებით მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სხვა რისკის ჯგუფები. ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის გამოჩენამდეც იყო სხვადასხვა დაავადებები გავრცელებული, თავისი გართულებული ფორმებით, თუმცა, აივ ინფეციამ უფრო მეტად გააახშირა სხვადასხვა დაავადებების კლინიკური, მძიმე ფორმით, გამოვლენა. აივ ინფექციამ მკვეთრად გაზარდა ნარკოტიკების მომხმარებლებში ბაქტერიული პნევმონიის (ფილტვების ანთების) რისკი.

ინექციური ნარკოტიკების მოხმარება, ხელს უწყობს ინფექციის გაზრდის რისკს. ამ გართულებების მთავარი ელემენტებია:

-დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური, ანალური, ორალური);

-არასტერილური ინექცია;

-სტომატოლოგიური ჰიგიენის დარღვევა;

-ხველის რეფლექსების დაქვეითება (რის შედეგადაც იზრდება ასპირაცია და პნევმონია);

-სხვა თანმხლები ქცევები (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება).

კვლევებმა აჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც აივ ინფიცირებული ნარკოტიკების მომხმარებლები აქტიურად იყენებდნენ წამლებს, მათ ბაქტერიული პნევმონიისა და სეფსისის (მძიმე ინფეციური დაავადება, რომლის დროსაც ჩნდება სხვადასხვა ანთებითი კერები)  რისკი ოთხ-ხუთჯერ მეტი ჰქონდათ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება აივ ინფექციისა და ნარკოტიკების მოხმარების სტიგმატიზაცია, რაც იწვევს სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ნაკლებობას, რის შედეგადაც შესაძლებელია დაგვიანდეს მკურნალობა.

დღეს აივ სტატუსი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ორგანიზმიდან ვირუსის საბოლოოდ განდევნის შესაძლებლობა, თუმცა ხდება მისი გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება – ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ჯანმრთელობას ზიანს აღარ უქმნის.

რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება დასმული აივ-ის დიაგნოზი, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა. იმისთვის რომ აივ ინფექციის გავრცელება შემცირდეს, აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი აივ სტატუსი, აივ სტატუსის გაგების შემდეგ მას ეძლევა საშუალება დაიცვას საკუთარი თავი  და გარშემომყოფები დაინფიცირებისგან. ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ქცევაა. მათი სენსიტიურობა და მოწყვლადობა ხშირად დაკავშირებულია   სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებთან. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტიგმა და დეზინფორმაცია, რაც აივ-ინფექციის მიმართ მოწყვლადობას ზრდის, ამავე დროს  ამცირებს ტესტირებისა და მკურნალობის პროგრამების ხელმისაწვდომობას.

საქართველოში აივ ეპიდემიის განვითარების ადრეულ ეტაპზე აივ-ის გადაცემის ერთ-ერთ მთავარ გზას ინექციური ნარკოტიკების მოხმარება წარმოადგენდა. დღეისათვის უფრო ხშირია სქესობრივი კონტაქტის გზით გადადება. ითვლება, რომ აივ პოზიტიური ადამიანების დაახლოებით 42%-მა არ იცის, რომ ინფიცირებულია.

აივ/შიდსი განაჩენი არ არის !

აივ ინფეცია ექვემდებარება მკურნალობას!

გაიგე შენი აივ სტატუსი ! განსაკუთრებით მაშინ თუ  ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ!


ნარკოსცენა (2019)

ნარკოსცენა (2019)...

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნ...

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები...

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავლობაში - REACT

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავ...

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას REAct-ის გლობალურ საიტზე განათავსდა

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას REAct...

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ...

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ზიანის შემცირების საქართველოს ქელი

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი...