აივ ინფექცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ამ ბლოგში მინდა ვისაუბროთ აივ ინფექციით ცხოვრების ფსიქოლოგიურ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება. დეპრესია  და შფოთვა არის ყველაზე გავრცელებული ფსიქიატრიული აშლილობა, რომელიც აღინიშნება აივ დადებით პაციენტებში.  დეპრესია არ არის ნორმა აივ დადებით ადამიანებში და გვახსოვდეს, რომ მისი მკურნალობა მნიშვნელოვანია.  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება ხელი შეუშალოს აივ ინფექციის მკურნალობის პროცესს, თუკი ყოველდღიურად და სწორად არ იქნა მედიკამენტები მიღებული.  არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს დეპრესიასა და იმუნურ სისტემას შორის ორმხრივი ურთიერთობის შესახებ. ცნობილია, რომ დეპრესია უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

აივ ინფექციასა და შიდსს დამატებითი გამოწვევები მოაქვს. ეს დაავადება განსხვავებულია მასთან ასოცირებული სტიგმით და იმით, რომ ის პოტენციურად ლეტალური შეიძლება იყოს. აივ დადებით ადამიანს უწევს შეცვალოს  სექსუალური ქცევა,  ნივთიერების მოხმარების კონტროლი, რომელთაგან არც ერთი მათგანის ცვლილება არ არის მარტივი.

აივ ინფექციის დროს პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მწვავე დისტრესისგან, მაგალითად განვიხილოთ ემოციური რეაგირება აივ ტესტირებისას მიღებულ დადებით შედეგზე:

იმედის შენარჩუნება დაავადების პროგრესირების პირობებში არის დიდი ფსიქოლოგიური გამოწვევა პაციენტებისთვის. პაციენტის ახლობლებმა და მეგობრებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ აივ დადებითი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.   მისთვის უმჯობესია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ვარჯიში,  ნივთიერების მოხმარების კონტროლი და სექსუალური რისკის ქცევაში ცვლილებები.

ფსიქიატრიულმა დაავადებებმა აივ ინფექციის ფონზე შეიძლება ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის გაუარესებას, არადანიშნულებისამებრ, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მომატებულ მოხმარებას, მკურნალობის ცუდ დამყოლობას, რისკის შემცველ სქესობრივ პრაქტიკას ან სხვა საზიანო ქცევას. ამიტომ მიზანშეწონილია დეპრესიის და ნივთიერებებზე დამოკიდებულების დროული მკურნალობა.

ის ცვლილებები, თუ როგორ გრძნობს ან მოქმედებს ადამიანი, შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. მაგალითად, დეპრესიის პოტენციური ნიშნებია:

დეპრესიული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა ან მადის დაკარგვა, შეიძლება აიხსნას აივ ინფექციით ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით.

თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის რაიმე ნიშანი გაქვთ, მნიშვნელოვანია დახმარების მიღება. მიმართეთ ექიმს დროულად!


ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის  სახელმძღვანელო პრინციპები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახ...

რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია?

რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია...

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თემაზე

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თ...

განცხადება!

განცხადება!...

წლიური ანგარიში - 2020

წლიური ანგარიში - 2020...

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობი...

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციი...

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსში „იმოქმედე ახლა“

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კ...

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?...