REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში გრძელდება

ზიანის შემცირების ქსელის რეგიონალური პროექტის (SoS_Project) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება ქეისების დოკუმენტირების ონლაინ პლატფორმის REAct-ის იმპლემენტაცია. 
მნიშვნელოვანია, რომ მაისის თვიდან, REAct-ის იმპელემტაცია საქართველოში გრძელდება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის პროგრამის მხარდაჭერით. 

რა არის REAct?

Rights – Evidence – ACTion (REAct) არის ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და რეაგირების ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის შეგროვება და მართვა თემის დონეზე.

REAct-ის გამოყენებით ხდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აივ და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების დოკუმენტირება.

მიზნად ისახავს ინდივიდუალური რეაგირებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული აივ პროგრამების, პოლიტიკისა და ადვოკატირების ინფორმირებას და უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. REAct-ი შეიქმნა და ინერგება აივ / შიდსის საერთაშორისო ალიანსის მიერ.

პლატფორმის იმპლემენტაცია დაიწყო 2019 წლის დეკემბერში, საპილოტედ მხოლოდ თბილისში.
ამ ეტაპზე კი ხდება სისტემას რეგიონული დაფარვით ზრდა, რის შედეგადაც სისტემაში უკვე ჩართულია 7 ქალაქში მომუშავე 16 ორგანიზაცია და 32 რეაქტორი, რომლებიც აქტიურად აგროვენებ ადამიანის უფლებების დარღვევის ქეისებს და დოკუმენტირებას ახდენენ სისტემაში, შესაბამისი რეაგირებისთვის.

REAct-ი უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ მომსახურებას ბენეფიციარებისთვის, მათივე სურვილის შესაბამისად.

ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ადამიანების უფლებების დაღვევის კუთხით, სისტემაში ჩასართავად მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. 
ხოლო, ბენეფიციარებმა, რომლებიც თვლით, რომ თქვენი უფლება დაირღვა და გსურთ უფასო იურიდიული მომსახურება და აკმაყოფილებთ ჩართვის კრიტერიუმებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 599413242

SOS_Project
REAct


N2 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N2 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების დარღვევბზე რეაგირება

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების ...

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში

თვით-სტიგმა მოწყვლად ჯგუფებში...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა...

ვაკანსიები_სხვადასხვა

ვაკანსიები_სხვადასხვა...

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსში „იმოქმედე ახლა“

EWMI/ACCESS სწრაფი რეაგირების საგრანტო კ...

 უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომსახურება და სწრაფი კონსულტაცია მეგობრული იურისტისგან - REAct

უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომს...

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...