REact (Rights – Evidence – ACTion – უფლებები – მტკიცებულებები – ქმედებები), შემუშავებულია ორგანიზაცია Frontline AIDS-ის მიერ (დიდი ბრიტანეთი) და წარმოადგენს თემის დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე მონიტორინგის და რეაგირების ინსტრუმენტს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში REAct ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსის მიერ, რეგიონული პროექტის “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მაღალი რისკის პოპულაციებისათვის მდგრადი აივ სერვისების უზრუნველყოფა“ (SoS) ფარგლებში, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
REact იძლევა ადამიანის უფლებებთან, აივ-ინფექციის სერვისებთან, პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე წვდომასთან დაკავშირებულ ბარიერების დოკუმენტირების და რეაგირების შესაძლებლობას.
საქართველოში ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელიც მოქმედებს 14 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობაში და აწვდის ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებს ფართო სპექტრის მომსახურებას, მათ შორის იურიდიულ მომსახურებას და ქალთა უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სერვისს.
საქართველო კვლავ წარმოადგენს ქვეყანას, სადაც დიდია სტიგმის დონე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მიმართ. ნარკოტიკის მომხმარებლები, სექს-მუშაკი ქალები, აივ ინფიცირებულები იმყოფებიან ისეთი კანონების ქვეშ, რომელიც ექსპლიციტურად ახდენენ მათ პიროვნებასთან და ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული ქმედებების ან უმოქმედების კრიმინალიზირებას.
2020 წელს 219-მა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების წარმომადგენელმა მამიმართა REACT-ორებს დახმარებისთვის მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
კლიენტების ყველზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია სექს-მუშაკი ქალებიდან. აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ REAct-ის შემთხვევების დოკუმენტირებაში მონაწილე ორგანიზაციებს აქვთ
ამ ჯგუფთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ამავდორულად, ხშირად კლიენტები არიან ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის წარმომადგენლები (სექს-მუშაკი ქალი+ტრანსგენდერი *, სექს-მუშაკი ქალი +ნიმ), ამრიგად ჯგუფების მიხედვით ჯამური რაოდენობა აღემატება დარეგისტრირებული კლიენტების საერთო რიცხვს (219).
დაფიქსირდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული 12 შემთხვევა.
პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით პრობლემატური აღმოჩნდა ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის. გახშირდა შემთხვევები, როდესაც პარტნიორები უარს აცხადებდნენ ერთი კვირის განმავლობაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობაზე. ამ პერიოდში გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. ასევე გახშირდა სამსახურის დაკარგვის, ოჯახური ძალადობის, საცხოვრისზე უარის თქმის, ეკონომიური ძალადობის და ბევრი სხვა ფაქტი. პოლიცია ხშირ შემთვევაში აიძულებდა სექს- მუშაკებს დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები კომენდანტის საათის დადგომამდე გაცილებით ადრე. მათ ემუქრებოდნენ 400-ლარიანი
ჯარიმით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის (ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 173) და 2000 ლარიანი ჯარიმით კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთავრობის 2020 წლის 23 მაისის, N322 დადგენილების თანახმად, რასაც შეეძლო საგრძნობლად გაეუარესებინა მათი ეკონომიური მდგომარეობა, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ პერიოდში სექს-მუშაკების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამუშაო და ასევე საცხოვრისი. თუმცა პოლიციის მხრიდან მუქარის მიუხედავად, REAct-ის ბაზაში
არ დაფიქსირდა არანაირი უკანონო ჯარიმა კოვიდ-19-თან დაკავშირებით.
რეკომენდაციები ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებისთვის ადამიანის უფლებათა სფეროში ვალდებულებების აღსრულებისთვის
1. განხილულ იქნას სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნისთვის პასუხისმგებლობისგან სრული გათავისუფლების საკითხი, და მხოლოდ შიდსის გადაცემის ქმედებების მხოლოდ პირდაპირი განზრახვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნორმების არსებითი შეზღუდვის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 131.
2. განხილულ იქნას ვენერიული დაავადების წყაროს და პაციენტებთან კონტაქტების დამალვისთვის პასუხისმგებლობის გაუქმება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 46).
3. გაუქმდეს დასჯა პროსტიტუციისთვის და განხილულ იქნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის გაუქმების საკითხი და ასევე სისხლის სამართლის მუხლების 253-2552 არსებითი შეზღუდვის საკითხი, მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის ქმედებებთან მიმართებაში.
4. უზრუნველყოფილ იქნას მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური და იურიდიული დახმარების მიმწოდებელ სამოქალაქო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა.
5. გაიზარდოს ომბუდსმენის ოფისის ჩართულობა მოწყვლადი მოსახლეობის უფლებების დაცვის დაბალზღურბლოვანი სერვისებით უზრუნველყოფაში.
6. იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნას ნორმატიული აქტების აუდიტი განსაკუთრებულად მოწყვლადი მოსახლეობის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საგანზე და შემოთავაზებულ იქნას შესაბამისი ზომები არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
React-ის ფარგლებში სტრატეგიული ნაბიჯები 2021 წლისთვის
გარდა ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტირებისა და დაზარალებულთათვის ინდივიდუალურ დონეზე დახმარების მიწოდებისა, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
React-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების წარდგენა მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგები/ვებინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება უფლებების და მათი დაცვის ეფექტური საშუალებების შესახებ მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
პროფესიონალ ადვოკატთა მოზიდვა მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლების სასამართლოში დაცვის მიზნით და მეგობრულად განწყობილი ადვოკატთა ბაზის შექმნა აივ ინფიცირებულთა, ან აივ-ის რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების უფლებების და საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.
პირველადი სამართლებრივი დახმარების მიწოდებაში კომპეტენციის ზრდის მიზნით საგანმანათლებლო ჰაბი React-ის იურისტებსა და პარაიურისტებისთვის.
გაეროს ორგანოების ჩრდილოვან ანგარიშებში შეგროვებული შემთხვევების შეყვანა მაღალი რისკის ჯგუფების რეგიონულ ქსელებთან ურთიერთქმედებაში.
სტრატეგიული შემთხვევების გაშუქება მასმედიის მიერ აივ ინფიცირებულების და მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ სტიგმის შემცირების მიზნით.
რეგიონული SoS პროექტის დასრულების შემდეგ ფინანსური მდგრადობის და REAct-ის კომპონენტის განხორციელების უზრუნველყოფა.