საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური დაწესებულებაში

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პროექტის "ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში" ფარგლებში, ჩაატარდა საინფორმაციო შეხვედრა გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულებისთვი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას. გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.


წლიური ანგარიში - 2019

წლიური ანგარიში - 2019...

  

   "ნარკო პოლიტიკა  EECA- ში: გავლენა ეკ...

ანალიტიკური დოკუმენტი  ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციის შესახებ

ანალიტიკური დოკუმენტი ნარკოტიკების მომხ...

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური სატელეფონო კონსულტაცია

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური ...

ვაკანსიები_სხვადასხვა

ვაკანსიები_სხვადასხვა...

მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტ...

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება...

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუქრდი

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუ...

N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...