ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა

ზიანის შეცირების საქართველოს ქსელი ულოცავს ჩვენს საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე  ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.


ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების მხარდაჭერა. ქართველი ხალხი დიდი
ხნის განმავლობაში იბრძვოდა ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად,  რთული გზა განვლო და მძიმე მსხვერპლიც გაიღო.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შემდეგ, საქართველოს კონკრეტული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება მოუწევს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების პლატფორმა ევროპულ საბჭოში.

მინიჭებული სტატუსი საქართველოს განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ყურადღება გამახვილდება იმ პერსპექტივაზეც, რომელიც შემდგომში ჩვენი ქვეყნისთვის გაიხსნება. ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე წვდომა, განათლების იმპორტი, წარმოების განვითარება და ცხოვრების დონის ზრდა, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმაზე, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.  – ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით მიღებული ბენეფიტები.

იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს უამრავი რეფორმის წარმატებით წარმართვას, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს.

საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ, პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.


იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროე...

ახალი კორონავირუსი და ნარკოტიკების მოხმარება - ინტერვიუ ნინო ჯანაშიასთან

ახალი კორონავირუსი და ნარკოტიკების მოხმა...

მაკა გოგია ზედოზირებასთან დაკავშირებით

მაკა გოგია ზედოზირებასთან დაკავშირებით...

განცხადება!

განცხადება!...

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგ...

ქსელის ისტორია

ქსელის ისტორია...

კვლევა აივდადებით პირებში

კვლევა აივდადებით პირებში...

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფე...

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...