გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას!

”არავინ იბადება სხვა ადამიანის სიძულვილით მისი კანის ფერის, წარმომავლობის ან რელიგიის გამო. ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიძულვილი და თუ მათ შეუძლიათ ისწავლონ სიძულვილი, მათ შეუძლიათ ასწავლონ სიყვარული, რადგან სიყვარული უფრო ბუნებრივად მოდის ადამიანის გულში, ვიდრე მისი საპირისპირო. " - Ნელსონ მანდელა

ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ითვლება დისკრიმინაციად. ყველა ადმიანი თანასწორია და ყველას აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით.

საქართველოში კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუმცა უთანასწორო მოპყრობას ყოველდღიურად ვაწყდებით, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. უფრო მეტიც, ხშირად გვიჭირს დავარქვათ დისკრიმინაციას სახელი და სათანადოდ შევაფასოთ იგი.

2014 წლის მაისში ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. თუმცა, ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით ჩანს, რომ დისკრიმინაცია ჯერ კიდევ მწვავე პრობლმად დგას საქართველოში.

თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლება გაქვს მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.

დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.

მოგვმართე დახმარებითვის

თუ მიგაჩნია, რომ გახდი უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი, რომელიმე მოწყვლადობის ნიშნიდან გამომდინარე, ან თუ გსურს გაარკვიო რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციას, მოგვმართე ცხელ ხაზზე 599 41 32 42 ან მოგვწერე ჩენს გვერდზე. ჩართვის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართელოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.

 


N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინ...

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლე...

16–23 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება.

16–23 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰ...

ტრანს*ოპერაციული კვლევა ტრანს*საზოგადოებიდან ახალი კლიენტების მოპოვების მიზნით თანასწორებზე ორიენტირებული ინტერვენციის გზით თბილისში, საქართველო - კვლევის ანგარიში

ტრანს*ოპერაციული კვლევა ტრანს*საზოგადოებ...

საკოორდინაციო შეხვედრა რეაქტორებთან

საკოორდინაციო შეხვედრა რეაქტორებთან...

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?...

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის პრობაციის...