ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2014

„ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს“ - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა და ზიანის შემცირების საქართველოსქსელმა ჩაატარეს საადვოკაციო კამპანია სახელწოდებით - „გადავარჩინოთ სიცოცხლე“.

კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ზედოზირების პრევენციასადა მის მართვასთან დაკავშირებით; ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამყარება როგორც ზედოზირების ისე ნარკოპოლიტიკის სფეროშიპოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

კამპანია პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს რვა რეგიონში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი და ბათუმი.

საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში მოხდა ორი ღონისძიების ორგანიზება.

31 აგვისტოს გაიმართა სოლიდარიბის აქცია - „სიცოცხლის ხეები“, რომლის ფარგლებშიც ყველა რეგიონში პარალელურად მოხდა ხეების დარგვა, ზედოზირებითგარდაცვლილ ადამიანთა საპატივცემულოდ. თითო ქალაქში მოხდა 10 ხის დარგვა. თბილისში აქცია გაიმართა დიღმის ტყე-პარკში. აქციას ესწრებოდნენ როგორცნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლები, ისე პარტნიორი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქცია ფართოდგაშუქდა წამყვანი მედია საშუალებების მიერ.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი გეგმავს აღნიშნულ ხეების დარგვის აქციას მისცეს ყოველწლიური სახე. სამომავლოდ იგეგემებამოლაპარაკებების წარმოება როგორც თბილისის, ისე რეგიონების მერიებსა და მუნიციპალიტეტებთან, ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანთა საპატივცემულოდთითოეულ ქალაქში სკვერის/პარკის მოსაწყობად და გასახსნელად, ასევე იგეგემბა მემორიალის მომზადება, რომელიც განთავსდება აღნიშნული სკვერებში.

1 სექტემბერს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების  საერთაშორისო დღის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა ჩაატარა მრგვალიმაგიდა - „ზედოზირება: მიღწეული შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თემისწარმოამდგენლები, ისე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და გადაწყვეტილების მიმღები ისეთი პირები, როგორიცაა საქართველოსშრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, ფსიქიკურიჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა, საქართველოს შრომისჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მხრიდან შინაგან საქმეთასამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების გაუქმებას. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრობელმის არსი დაბრძანების ფარგლებში განხორიცელებული ცვლილებების დეტალური მიმოხილვა.

გარდა ამისა მრგვალი მაგიდის ფარგლებში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ზედოზირების სიტუაციური მიმოხილვა, რომელიც ეფუძნებოდა სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორის ბაზაზე ჩატარებულ სამ კვლევას - კანონმდებლობის კვლევა, სარისკო ქცევის და ზედოზირებისკვლევა, ნალოქსონის კვლევა, აღნიშნული პრეზენტაციის ფარგლებში წარმოადგენილი იყო როგორც ძირითადი ტენდენციები ისე გამოვლენილი გამოწვევები დარეკომენდაციები. გარდა ამისა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოამდგენელმა წარმოადგინა გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებშიგანხორციელებული ზედოზირების კომპონენტი, როგორც ზიანის შემცირების პროგრამების ნაწილი.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისმინისტრისადმი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი და საქართელოს იუსტიციის მინისტრისადმი გათვალისწინებული საქართელოს ნარკოტიკებისმომხმარებელთა თემის მიმართვა. მიმართვის ფარგლებში ხაზგასმული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, ჯანდაცვის მინისტრის  2014 წლის 11 აგვისტოსბრძანება, ნალოქსონის შეტანა რეეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში, ასევე ზედოზირების გამომწვევი ისეთი საკვანძო საკითხები როგორიცაა რეპრესიულინარკოპოლიტიკა. მიმართვის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა წარმოადგინა მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთაგატარებაც აუცილებელია როგორც ზედოზირების პრევენციის და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის, ისე რეპრესიული ნარკოპოლიტიკითგამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად.

 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართული დისკუსიის შედეგად, მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის და სახელმწიფო ინსტიტუციებისწარმომადგენლებს შორის სამომავლო ერთობლივი გეგმების განხილვა, რომელთა ფარგლებშიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება, შეხვედრა ჯანდაცვისსამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ წამლის სააგენტოს წარმომადგენლობასთან ნალოქსონის რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურა „112“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ზედოზირების შემთხვევის მართვასთანდაკავშირებით. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა პრიორიტეტულად წამოჭრა თემის წარმომადგენელთა „ნარკომანიასთან ბრძოლისუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო“-ში ჩართვისა და გაწევრიანების საკითხი. 

იხილეთ ვიდეო -  31 აგვისტო ზოდოზირების საერთაშორისო დღე 

იხილეთ ვიდეო - მრგვალი მაგიდა - „ზედოზირება - მიუღწეული შედეგები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ 


ზიანის შემცირების სერვისები

ზიანის შემცირების სერვისები...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

N7 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N7 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროგრამები - წინაპირობა წარმატებული და ეფექტური მკურნალობისათვის

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისა...

განცხადება 5 ივლისის განვითარებული მოვლენების შესახებ

განცხადება 5 ივლისის განვითარებული მოვლე...

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თემაზე

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თ...

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება ს...

REAct -ის 2020 წლის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის ანგარიში...

 REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ან...