მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად მეტ ზიანს აყენებს ქალებს

უკრაინაში მცხოვრებმა სვეტლანამ 16 წლის ასაკში დაიწყო ოპიუმის მოხმარება. ამის გამო დამამცირებლად ეპყრობოდნენ მეგობრები და პოლიციელები, ეუბნებოდნენ "შენ ნარკომომხმარებელი ქალი ხარ, ამიტომ როგორც გვინდა ისე გამოგიყენებთ". 19 წლის ასაკში კი გაიგო, რომ იყო ორსულად და დაუდასტურდა აივ ინფექცია. შვილისთვის ზიანის მიყენების შიშით გადაწყვიტა ნარკოტიკების მოხმარების თავის დანებება, რასაც მარტო ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაში ის უნდა დარეგისტრირებულიყო სახელმწიფო პროგრამაში, როგორც ნარკომომხმარებელი, შედეგად კი ექიმი დააძალებდა აბორტის გაკეთებას, ან მოგვიანებით დედობის უფლებას დაკარგავდა. თუ ეს მოხდებოდა, უფლების დაბრუნებისთვის  უნდა წარედგინა მატერიალური სტაბილურობის დამადასტურებელი დოკუმენტები - შემოსავალი, საცხოვრებელი. მაგრამ ნარკომომხმარებლების აყვანას სამსახურში დამსაქამებლები ყოველთვის ძალიან უფრთხიან.

მსგავს ჩაკეტილ ციკლში ხვდებიან კონსერვატიულ ქვეყნებში მცხოვრები ნარკოტიკების მომხმარებლები - იქ სადაც დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპილიტიკაა. მათი დამოკიდებულებით, იმდენად აუტანელი უნდა გახადონ ნარკომომხმარებლების ცხოვრება, რომ თავი დაანებონ მოხმარებას. დასავლეთ ევროპაში კი "ზიანის შემცირების" პროგრამები ნარკომომხმარებლების მხარდაჭერას და ზრუნვას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე დასჯას.
აღსანიშნავია, რომ ქალი ნარკომომხმარებლების საჭიროებები კიდევ უფრო ნაკლებად არის გათვალისიწნებული სხვადასხვა პროგრამებში. ამ მდგომარეობისთვის ქალები მეტად იტანჯებიან მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში.

დეტალებისთვის გაეცანით სტატიას:

https://econ.st/31ITBAC

 

 

 

 

 


ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კვირით გამოკეტილი, ბედავს ბრძოლას მისი უფლებებისთვის

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კ...

ცვლილება იწყება შენით - ვიდეო რგოლი

ცვლილება იწყება შენით - ვიდეო რგოლი...

პროექტი FIND (2017-2020)

პროექტი FIND (2017-2020)...

ასოციაცია ,,HERA XXI”-ის დისტანციური სერვისები

ასოციაცია ,,HERA XXI”-ის დისტანციური სერ...

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - სუბუტექსი (ბუპრენორფინი)

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - სუბუ...

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია...

N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N9 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2013

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

დონორები

დონორები...