უსაფრთხო ინექცია სხეულზე

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის საჭიროა უსაფრთხოების წესების ცოდნა. უსაფრთხო ინექციისთვის აუცილებელია სწორი საინექციო ადგილის შერჩევა სხეულზე. ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებისას ხშირია ვენების დაზიანება. თრომბის, აბსცესის, ფლეგმონის განვითარება. მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით თითოეულის ამოსაცნობად. 

თრომბი, თრომბოფლებიტებს ახასიათებს ადგილობრივი სიწითლე, ტემპერატურის მომატება, შეშუპება, შეხებისას მტკივნეულობა.

აბსცესი-ჩირქგროვა ჩნდება კანქვეშ ინფექციის შეჭრის ან ქსოვილთა ქიმიური დაზიანების შედეგად, შემოსაზღვრულია გარსით. ახასიათებს სიწითლე და შეშუპება. მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შესაძლოა ჩირქგროვა გაიხსნას და ინფექცია გავრცელდეს სხვა ქსოვილზეც. ჩირქის სისხლში მოხვედრა შეიძლება გახდეს სეფსისის განვითარების მიზეზი.

ფლეგმონა ჰგავს აბსცესს, მაგრამ მისგან განსხვავებით გავრცელებულია სხეულის ზედაპირზე. ახასიათებს ტკივილი, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება, კიდურის მოძრაობის შეზღუდვა.

ზემოთ აღწერილი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

 ინექცია უსაფრთხოა ზედაპირულ ან კანქვეშა ვენებში, რადგან მათ ახლოს არ არის მსხვილი სისხლძარღვები და ნერვული წნულები. 

ინექცია საშიშია კისრის ვენებში, ენის ქვეშ, იღლიის ქვეშ, საზარდულში (პახში), არტერიაში, თხელ მოპულსირე ვენებში, ფეხებში.

ვენების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

• ინექციის წერტილების მუდმივი ცვლა, ხანმოკლე პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას ინექციისგან თავის შეკავება;

• საინექციო ხსნარის სისხლის საწინააღმდეგო მიმართულებით შეყვანა, არ გაიკეთოთ ცხელი წყლის ხსნარი (წვავს ვენებს), ასევე არ გამოიყენოთ ონკანის წყალი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, ნარკოტიკის სახეობის მიუხედავად, რაც უფრო მეტია მასში საინექციო წყალი, მით ნაკლებად ზიანდება ვენები;

• ბლაგვი ნემსისა და ისეთი ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება, რომელებიც აზიანებს ვენებს, რადგან ვენების დაზიანება დააჩქარებს ვენების მწვავე უკმარისობას (კოლაფსს)- ვენების „გაქრობას“, რაც უფრო წვრილია ნემსი,მით უფრო ნაკლებად აზიანებს ვენას;

• გამოიყენეთ ჟგუტი ვენების კარგად გამოსაჩენად, ჟგუტის დადებისას ეცადეთ ვენა არ მოიჭეჭყოს ნახვევში, ვინაიდან მისი შეხსნისას ვენა შეიცვლის მდებარეობას, რაც გამოიწვევს ნემსის ამოვარდნას და ვენის გაკაწვრა-დაზიანებას;

თუ ნემსი გატყდა კიდურის ვენაში, სასწრაფოდ გადაიჭირე ჟგუტი ნანემსარის ზემოთ (ნატეხი სისხლმა გულისკენ რომ არ წაიღოს) და გამოიძახე სასწრაფო დახმარება.

ინექციის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, რომ ნემსი არტერიაში არ მოხვდეს! არტერიაში ნემსის გაკეთება არ შეიძლება. შედეგად შეიძლება განვითარდეს ძლიერი სიხლდენა, ასევე არტერიაში ჩხვლეტამ შესაძლოა ისე დააზიანოს ქსოვილი, რომ განგრენა გამოიწვიოს. თუ ნემსი არტერიაში მოხვდა შეიხსენით ჟგუტი და სასწრაფოდ ამოაძრეთ ნემსი, ასწიეთ კიდური თავს ზემოთ სისხლდენის შესაჩერებლად, ჭრილობაზე მჭიდროდ მიიჭირეთ ხელი.

ეს არის ის ძირითადი უსაფრთხოების წესები, რომლის ცოდნაც აუცილებელია.

 

                                                                      

გაზიარება
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი - 2016

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

თანასწორი-თანასწორს პრინციპზე დაფუძნებულ  ინტერვენციის რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგები (2019)

თანასწორი-თანასწორს პრინციპზე დაფუძნებულ...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

18 მაისს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

18 მაისს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებ...

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელებენ მუშაობას

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელ...

მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად მეტ ზიანს აყენებს ქალებს

მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად მეტ ზიანს აყ...

რა ვიცით B ჰეპატიტის შესახებ? - გაეცანით საინფორმაციო მასალებს

რა ვიცით B ჰეპატიტის შესახებ? - გაეცანით...

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფ...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...