ზედოზირება, იგივე ინტოქსიკაცია ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იმაზე მეტ ერთი სახის ან კომბინირებულ ნარკოტიკს მოიხმარს, ვიდრე მის ორგანიზმს შეუძლია გაუმკლავდეს. სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას, ზედოზირების სხვადას ხვა მახასიათებელი აქვს. ზედოზირების საშიშროება იქმნება მაშინაც, როდესაც ადამიანი გარკვეული პერიოდი არ მოიხმარს ნარკოტიკს და მასთან შემდეგ, ჩვეულ დოზას მიიღებს. ორგანიზმის ამტანობა გარკვეული დოზების მიმართ მალე მცირდება, ამიტომ ძველი დოზით ნარკოტიკებთან დაბრუნება შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
ოპიოიდები, ბენზოდიაზეპამები და ალკოჰოლი დეპრესანტებია. ისინი ანელებენ ცენტრალური ნერვული სისტემისფუნქციონირებას,
გულის ცემას და სუნთქვას, რამაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. დეპრესანტების ზედოზირებისნიშნებია: გაიშვიათებული სუნთქვა (ან სუნთქვის საერთოდ შეწყვეტა), ხროტინი, დალურჯებული ტუჩები, დეზორიენტაცია დაგონების დაკარგვა. ამფეტამინებით ზედოზირებას ახასიათებს: მკერდის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი
ტემპერატურა, გაძნელებული სუნთქვა,ჰალუცინაციები და გონების დაკარგვა.
ხშირად ზედოზირების მიზეზი სხვადასხვა ტიპის ნივთიერებების (მაგალითად ალკოჰოლი და ჰეროინი) შერევა ხდება.
ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების ურთიერთქმედებამ შესაძლოა ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე და მან დატვირთვას ვერ გაუძლოს. ეს კი ზედოზირების რისკს ზრდის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანი დააწვინეთ გვერდულად, გაუთავისუფლეთ პირი და დარეკეთ სასწრაფო დახმარებისსამსახურში. თუ ზედოზირება სტიმულატორების (მაგ. „ვინტი”, „ჯეფი”) ზემოქმედებისას განვითარდა, სჯობს დაზარალებულისადმე გრილ და წყნარ ადგილას გადაიყვანოთ. ოპიოიდებით ზედოზირების დროს, სასუნთქი გზების გაწმენდის, ხელოვნური სუნთქვისა და გულფილტვის არაპირდაპირიმასაჟის გაკეთების შემდეგ პაციენტს ვენაში ან კუნთში უნდა გაუკეთდეს ნალოქსონის ინექცია. მისი მოქმედება მაქსიმუმ საათნახევარს გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი მოქმედების ნარკოტიკის(მეთადონი, ჰეროინი, მორფინი)შემთხვევაში
ზედოზირება შეიძლება განმეორდეს. ნალოქსონი ოპიოიდების საწინააღმდეგოდმოქმედებს. ის აჩერებს სუნთქვისცენტრის დათრგუნვას ინექციიდან 2 წუთის განმავლობაში თუ დაზარალებული არ “გამოფხიზლდა,” შეიძლება განმეორებითი ინექცია გახდეს საჭირო.