,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია“ -drugpolicy.ge

,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკის განვითარების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში თავმოყრილი არ არსებობდა. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ რეალურად გაეცნობიერებინა ის მკაცრი მიდგომა, რაც კანონმდებლებმა აირჩიეს, ამიტომ შექმნა პლატფორმა , სადაც დოკუმენტური, ფოტო, ვიდეო, ხმოვანი მასალის საფუძველზე - საქართველოში ნარკოპოლიტიკის განვითარების ისტორიული ბაზის შეიქმნა, რომელსაც აქვს ონლაინ მუზეუმის სახე (https://drugpolicy.ge/).

ვებ-გვერდი ღია საზოგადოების ფონდის და „მსოფლიო ექიმები საფრანგეთის“ ფინანსური მხადრაჭერით არის შექმნილი. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, ყველა დაინტერესებულ მხარეთათვის;

ექსპოზიციაში თავმოყრილი საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე ნარკოპოლიტიკის ისტორია, სფეროში განხორციელებული მოვლენები. ვებ-გვერდზე ობიექტურად არსებული ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობა ისტორიულ მეხსიერების მატარებელია.

აქ ასახულია პერიოდულად, განსაკუთრებით 2000 წლიდან, როგორ „ვითარდებოდა” და „იხვეწებოდა” გამკაცრებისკენ საქართველოს ნარკოპოლიტიკა, არამარტო სისხლისსამართლებრივ, არამედ სამოქალაქო უფლებების სფეროში და სამოქალაქო სექტორის საპასუხო აქტივობები. ავსანიშნავია , რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკის ისტორია რამდენიმე საფეხურს მოიცავს: a) საბჭოთა ნარკოპოლიტიკა; b) პოსტ-საბჭოთა ნარკოპოლიტიკა; c) ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოდანაშაულის მიმართ (სააკაშვილის რეჟიმი); d) სათემო ორგანიზაციების როლი ნარკოპოლიტიკის განვითარებაში; e) ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკა - ჩვენ ამ ექსპოზიციაში ვეცადეთ აგვესახა ეს პერიოდები.

ნარკოპოლიტიკის მსხვერპლთა პირადი ისტორიები პროექტის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაწილია- ვიდეო/აუდიო ისტორები ბევრად უფრო ძლიერი ზემოქმედების ხელსაწყოა, ვიდრე ნებისმიერი ფოტო-ტექსტუალური კონტენტი, რადგან მისი აღქმა სხვადახვა განზომილებაში ხდება: სიტყვიერი, ვიზუალური და დინამიური პროცესები ერთობლივად ახდენენ გავლენას საზოგადოებაზე. ალბათ ერთ - ერთი ყველაზე დრამატული მომენტია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ისტორიაში დემურ სტურუას ისტორია, რომელმაც 2016 წლის 8 აგვისტოს, სამტრედიის სოფელ დაფნარში, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. შოთა პაკელიანის შემთხვევა ერთ-ერთია საქართველოში მოქმედი რესპრესიული ნარკოპოლიტიკისა და ე.წ. ჩადებების პრაქტიკის საილუსტრაციოდ და სხვა.....

ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მოხერხდა ოთხი საინტერესო ისტორიის გადაღება.(ილარიონის, ოლგას, მიხაილოს და კოტეს ისტორიები). ონლაინ პლატფორმაზე ისტორიების განთავსება მოხდა ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინფოგრაფიკები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს რეალურად გავაცნობიეროთ ქვეყანაში არებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

 როგორ ისჯება სხვადასხვა დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

 არაპროპორციული სასჯელები კანონში  სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ქართველ ახალგაზრდებში

 ნარკომომხმარებლების რაოდენობა ბოლო წლებში

 ერთი წამალდამოკიდებული ადამიანის დასჯის ხარჯით შესაძლებელია 9 წამალდამოკიდებული მკურნალობა

პროექტის ფარგლებში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ არაერთი ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრა გაიმართა პარლამენტარებთან და საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებთან. შედეგად საიტზე განთავსდა 50-მდე ინტერვიუ პოლიტიკოსებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ხელოვანებთან (ნიკოლოზ რაჭველი, გია ბუღაძე, ნატო მურვანიძე, ლაშა ბუღაძე, საბა ბუაძე, ქეთი მაჭავარიანი, გია გუგუშვილი და სხვა). ვფიქრობთ, რომ ეს კონტენტი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.

იხილეთ საიტი : 

https://drugpolicy.ge/

 


რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია

რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია...

REAct -ის 2022 წლის სრული ანგარიში

REAct -ის 2022 წლის სრული ანგარიში...

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის...

N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!...

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარებ...

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე...

ECOM და React -ი აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ

ECOM და React -ი აქტიურ თანამშრომლობას ი...

2013-2015: ევროკავშირი (EC 5), EIDHR/2013/315-157- „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში“

2013-2015: ევროკავშირი (EC 5), EIDHR/201...