სპაისი

 სპაისი სხვადასხვა სახეობის მცენარეთა  ნარევია, რომელსაც გააჩნია მარიხუანას მსგავსი ეფექტი და ითვლება როგორც მისი „უსაფრთხო“, ლეგალური ალტერნატივა. სპაისის გაყიდვა ხდება  სხვადასხვა სახელწოდებების გამოყენებით. აღნიშნულ პროდუქციაში შედის გამხმარი, დაქუცმაცებული მცენარეები და ქიმიურ დანამატები, რომელთაც გააჩნიათ ფსიქოტროპული ეფექტი.

არასწორი რეკლამირება

სპაისის პროდუქციის ეტიკეტები შეიცავს წარწერას – სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებული   „ბუნებრივი“ ფსიქოტროპული ნივთიერებები. სპაისის პროდუქტებში ნამდვილად შედის გამხმარი მცენარეები, მაგრამ ქიმიური ანალიზი აჩვენებს, რომ მათი აქტიური ინგრედიენტები მიეკუთვნებიან სინთეზურ კანაბინოიდებს.

წლების მანძილზე, სპაისების შეძენა იოლად ხდებოდა  ინტერნეტის საშუალებით. სპაისის პროდუქტები პოპულარულია ახალგაზრდებში.   იოლი ხელმისაწვდომობა  და არასწორი აღქმა იმისა, რომ სპაისის პროდუქტები „ნატურალურია“ და შესაბამისად უვნებელი, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ამ პროდუქტების პოპულარობას.  სპაისში შემავალი ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენა რთულია სტანდარტული ნარკოტესტებით.

სპაისის მავნე ზემოქმედება

სპაისის ზოგიერთი პროდუქტი იყიდება „მარცვლების სახით“, მაგრამ ჰგავს ყვავილოვანი მცენარეების გამხმარი ფოთლების არომატულ ნარევს. მარიხუანას მსგავსად, სპაისს ეწევიან. ხანდახან სპაისი შერეულია მარიხუანასთან ან მომზადებულია როგორც მცენარეული ხსნარი დასალევად. სპაისის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მისი მოქმედება მარიხუანას მსგავსია – ამაღლებული გუნება-განწყობილება, რელაქსაცია და შეცვლილი აღქმა, რიგ შემთხვევებში სპაისით გამოწვეული ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე ეს მარიხუანას შემთხვევაშია. ზოგი მომხმარებელი აღნიშნავს მის ფსიქოზურ ეფექტს, როგორიცაა, შფოთვა, პარანოია და ჰალუცინაციები.

ჯერჯერობით, თავის ტვინზე სპაისის ზემოქმედების შესახებ მეცნიერული კვლევა არ ჩატარებულა. სპაისში ნაპოვნი ზოგიერთი ნივთიერება უფრო მჭიდროდ უკავშირდება რეცეპტორებს, რაც იწვევს გაცილებით ძლიერ და არაპროგნოზირებად ეფექტს. ვინაიდან სპაისის ბევრი პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა უცნობია, ზოგიერთი პროდუქცია, სავარაუდოდ, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ საკმაოდ განსხვავებული ეფექტი, ვიდრე ამას მომხმარებელი მოელის.

სპაისის მომხმარებლები, რომლებიც მიჰყავთ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებში, აღნიშნავენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა, გახშირებული გულის ცემა, ღებინება, აგზნებადობა, დაბინდულ ცნობიერება და ჰალუცინაციები. სპაისი ასევე ხელს უწყობს სისხლის წნევის მომატებას და იწვევს სისხლის მიწოდების შემცირებას  გულში (მიოკარდიული იშემია).

შესწავლილი არ არის კიდევ რა გავლენას ახდენს სპაისი ადამიანის ჯანმრთელობაზე ან რამდენად ტოქსიკური შეიძლება იყოს ის. არსებობს მოსაზრება, რომ სპაისის პროდუქტებში შესაძლებელია იყოს მძიმე ლითონის მავნე ნარჩენები თუმცა შემდგომი ანალიზის გარეშე, ძნელია ამ მოსაზრების დადასტურება.


 COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს მაღალი რისკ ჯგუფებისთვის აივ-ის სერვისების საგანგებო დაგეგმვის გზამკვლევი

COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების...

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი შეფაშფოთებელია“ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც სურათის შეცვლა შეუძლია

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებ...

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების დარღვევბზე რეაგირება

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების ...

თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე

თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე...

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური სატელეფონო კონსულტაცია

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური ...

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა

თვით-სტიგმა თემში და არსებული რეალობა...

C ჰეპატიტის კამპანია 2014

C ჰეპატიტის კამპანია 2014...

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მონაცემებით

REAact- ის სტატისტიკა - 2021 ნოემბრის მო...

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვე...