გახსენების, მოქმედების დროა – Time to act, time to remember

 31 აგვისტო ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, ახალი ვექტორის, (ნარკოტიკის მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვიშ (GENPUD) და ქსელის წევრი ორგანიზაციების მიერ, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა : „გახსენების, მოქმედების დროა“ – Time to act, time to remember, ონლაინ, ზუმ პლატფორმის დახმარებით
 
31 აგვისტოს კამპანია მიზნად ისახავს დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილის სტიგმის შემცირებას. ასევე, მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის წამოწყება ზედოზირების პრევენციისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ. ზედოზირების შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე იზიარებს იმ მწუხარებას რომელსაც განიცდიან ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი საყვარელი ადამიანი ზედოზირების გამო. საერთაშორისო კამპანია პატივს მიაგებს მათ ვინც დაიღუპა ან მიიღო მუდმივი დაზიანება ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო. საერთაშორისო კამპანია მიზნად ისახავს წინ წამოწიოს ზედოზირებით გარდაცვალების პრობლემატურობა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღება მიაპყროს ზედოზირების თავიდან აცილების კანონიერ, ადამიანზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გზებზე.
 
 შემოგვიერთდი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე და მიიღე მეტი ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასა და ზედოზირების პრენევციის შესახებ.
 
 გიზიარებთ, შეხვედრის დღის წესრიგს:

• 14:00-14:10 - მაკა გოგია- სახელწოდებაარსებული ნარკოსცენა და ზედოზირება ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებს შორის- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
• 14:10-14:20- ხათუნა თოდაძე - "ნარკოლოგიურ კლინიკებში მიმართვიანობა კოვიდ პანდემიის დროს" - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნარკოლოგი
• 14:20-14:30 - ირმა კირთაძე - როგორ მოვიქცეთ ზედოზირების დროს- ალტერნატივა ჯორჯია
• 14:30-14:40- ლაშა აბესაძე - ახალი ვექტორი- ნარკოსცენა, ზედოზირების შემთხვევები
 
 შეხვედრაზე დასასწრებად შემოგვიერთდით ზუმ პლატფორმაში:
https://zoom.us/j/95109584522...
Meeting ID: 951 0958 4522
Passcode: 569091
 
 კამპანიის -„გახსენების, მოქმედების დროა“ – Time to act, time to remember, ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი აქტივობები, რომელთა განხორციელებაშ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩართვა:
• გამართეთ მემორიალური შეხვედრა/ცერემონია
• დარგე ხე
• მოიწვიეთ სპიკერი
• აწარმოეთ საგანმანათლებლო კამპანია
 
 
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 50,000-მდე ინექციური მომხმარებელია, რაც ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის საგანგაშო მაჩვენებელია. ზედოზირების მართვის საკითხი დღეისთვის მთელ ცივილურ სამყაროში განსაკუთრებულად აქტუალურია, მას შემდეგ, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ფართოდ გავრცელდა და ყოველ დღე ახალი სახეობის ნივთიერება ჩნდება ბაზარზე. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სამთავრობო დონეზე აღრიცხული ზედოზირების სტატისტიკა საგრძნობლად განსხვავდება არასამთავრობო სექტორის მიერ გამოვლენილი შემთხვევებისაგან.
 
 
შემოგვიერთდი ონლაინ შეხვედრაზე, მონიშნე თარიღი ახლავე

კორონავირუსი , ის რაც უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსი , ის რაც უნდა ვიცოდეთ ...

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ზიანის შემცირების საქართველოს ქელი

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

სხვადასხვა პროფილის ექიმის  უფასო კონსულტაცია - ტელეკლინიკა

სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულ...

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას REAct-ის გლობალურ საიტზე განათავსდა

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას REAct...

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი ...

რეაქტის 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

რეაქტის 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარ...

REAct -ის 2022 წლის სრული ანგარიში

REAct -ის 2022 წლის სრული ანგარიში...

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...