მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

31 აგვისტო ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს  საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებთ, რომ  ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება ზედოზირებით.  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ნარკოტიკული ზედოზირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი მზარდია, რაც აიხსნება იმით, რომ შავ ბაზარზე  გამოჩნდა   ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელებიც გამოირჩევიან მაღალი სასიკვდილო შედეგით.  

მსოფლიოში სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით –ისე სინთეზური ნივთიერებებით.  2020 წელს თითქმის 50000 ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში ოპიოდებით გამოწვეული ზედოზირებით, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.  კოვიდ პანდემიის პირობებში, ზედოზირების რისკები ისედაც გაზრდილია. პანდემიის დაწყების დღიდან კანადაში ოპიოიდები ზედოზირებით სიკვდილიანობა 58% -თ მეტი იყო 2020 წლის აპრილი-ივნისის  კვარტალში,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამწუხაროდ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკა ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ არ არსებობს.

საქართველოში ზედოზირების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის - ნალოქსონის ხელმისაწვდომობაც კი შეზღუდულია.  რამდენიმე წელია თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ნალოქსონი ამოიღის რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების სიიდან , მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღწეული.

 

ნალოქსონი ჯანმოს მიერ შეტანილია სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებების სიაში, შესაბამისად ამ პრეპარატის შეტანა რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში, (ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით), ზღუდავს სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატზე ხელმისაწვდომობას.  

უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ფონდის პროექტის ,,ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება“ გამახორციელებული ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის  წევრი ორგანიზაციების მიერ ნალოქსონის დისტრიბუცია  ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის 2009 წლიდან ხორციელდება-როდესაც პირველი საპილოტე პროგრამა ,,წაიღე სახლში ნალოქსონი“ დაინერგა. პროექტის აქტუალობა გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული ნარკოსცენით, როდესაც წამყვანი ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებებია. შესაძლებელია, ითქვას, რომ ქვეყანაში მოქმედი ზიანის შემცირების პროგრამებით წლების განმავლობაში გადარჩენილიი იქნა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

თუმცა, ნალოქსონი არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი პროგრამების გარეთ. მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთვევაში არ აქვთ ნარკოტიკების მომხმარებლებს, ან თან არ  აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ და არც დროა საიმისოდ, რეცეპტის გამოწერაზე ვინმემ ზედოზირების დროს იზრუნოს.  ნალოქსონის მაქსიმალური ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ძლიერი აღკვეთის ე.წ ,,ლომკის" დადგომის რისკი, თუმცა ოპიატებით ზედოზირებით გარდაცვალების რისკი მაქსიმალურად მაღალია.

დღეს, კიდევ ერთხელ მივმართავთ  თხოვნით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს,   რომ ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაფართოების და შესაბამისად ოპიოდიების მომხმარების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, ამოიღოს ის სარეცეპტო რეჟიმიდან და დაუქვემდებაროს თავისუფალ გაყიდვას

გახსენების, მოქმედების დროა – Time to act, time to remember

#31August #31აგვისტო 


რა ვიცით B ჰეპატიტის შესახებ? - გაეცანით საინფორმაციო მასალებს

რა ვიცით B ჰეპატიტის შესახებ? - გაეცანით...

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში- აქტიურად მიმდინარეობს

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ი...

N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...

 მაისის თვეში გაწეული რეაგირებებები

მაისის თვეში გაწეული რეაგირებებები...

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAc...

REAct სისტემის კოორდინატორების რეგიონული შეხვედრა გაიმართა

REAct სისტემის კოორდინატორების რეგიონული...

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის 2013

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათ...

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებ...