GHRN -ის პროექტმა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

 "ზიანანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროექტმა - ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
 
 20 დეკემბერს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
 
 2023 წლიდან "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" აქტიურად იწყებს მუშაობს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში და პრობაციას დაქვემდებარებულ პირების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით, ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის მიზნით.
 
ასევე, პენიტენციური სისტემის სარეაბილიტაციო და სამედიცინო დეპარტამენტების თანამშრომლებს შორის თანამშრომლობის დანერგვა/განვითარება.
 
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს, ჯამში, 335 000 ლარით დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა.
 
კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა.

საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით 10 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 47 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
 
shorturl.at/enxJU
 
shorturl.at/hqG47
 
 
#GHRN
 

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ.შ. ქალი მომხმარებლების) ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ბარიერების ოპერაციული კვლევა

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ...

27 ივნისი -

27 ივნისი - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმ...

 საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური დაწესებულებაში

საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური ...

კონტაქტი

კონტაქტი...

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინიკა

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინი...

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კვირით გამოკეტილი, ბედავს ბრძოლას მისი უფლებებისთვის

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კ...

შემცირების საქართველოს ქსელის ახალ გამგეობა

შემცირების საქართველოს ქსელის ახალ გამგე...

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებ...