რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების დროს? - გაეცანით საინფორმაციო მასალებს

ზედოზირებას იწვევს ნარკოტიკის მაღალი დოზა (რომელსაც ორგანიზმი არ არის შეჩვეული), კომბინაცია ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკებთან.

სტიმულატორები აღმგზნებ ეფექტს ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც მოჰყვება გულის ცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზრდა, მკვეთრად იმატებს არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა. ამ ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს კრუნჩხვები, თავის ტვინის სისხლჩაქცევა (ინსულტი ან მიკროინსულტი), ინფარქტი, სუნთქვისა და გულის მოქმედების შეჩერება, სიკვდილი.

სტიმულატორებს ეკუთვნის: კოკაინი, პერვიტინი („ვინტი“), ეფედრონი („ჯეფი“); ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDMA (ექსტაზი) და სხვა.

პირველადი დახმარება სტიმულატორებით ზედოზირებისას

თუ ზედოზირება შეგემთხვა შენ ან შენს მეგობარს:

  • თუ ხარ კლუბში, გადი ქუჩაში ან სიგრილეში, კარგად განიავებულ და მშვიდ ადგილას.
  • მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში საჭიროა გაგრილება ნებისმიერი გზით - შუბლზე და ყელზე მოათავსე ცივი წყლით დასველებული პირსახოცი ან საფენი, კარგია გრილი აბაზანის მიღება.
  • დალიე ცივი წყალი - ეს შეიძლება დაგეხმაროს გადახურებისაგან თავის დაღწევაში.
  • არ დალიოთ ალკოჰოლი, კოკა-კოლა, პეფსი, შავი ჩაის, ყავის მიღება და სხვა კოფეინის შემცველი სასმელები
  • ძლიერი თავის ტკივილის მიიღეთ დიბაზოლი, პაპაზოლი, სპაზმალგონი ან სხვა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები და წნევის დამწევი საშუალებები
  • იპოვე მშვიდი ადგილი, გამორთე ან შეასუსტე განათება და წამოწექი, დაიწყე ღრმა სუნთქვა (ღრმა ჩასუნთქვა, ღრმა ამოსუნთქვა)
  • თუ ზედოზირება შეემთხვა სხვას, სცადე მისი დაწყნარება, დაარწმუნე, რომ საფრთხე არ ემუქრება.
  • კრუნჩხვითი შეტევის დროს დააწვინე ის იატაკზე ან საწოლზე, ბასრი და საშიში საგნებისგან მოშორებით. არ არის საჭირო კოვზის პირში ჩაჩრა ან ენის დაფიქსირება

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ:

  • ადამიანს აქვს კრუნჩხვები
  • აქვს ძლიერი თავის ტკივილი
  • აქვს ტკივილი გულმკერდის არეში
  • უჭირს სუნთქვა
  • არის ძლიერ აღზნებული და აგრესიული საკუთარი თავის ან სხვების მიმართ
  • თუ არის უგონოდ
პროექტის ფარგლებში - " ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში" მომზადდა საინფორმაციო მასალები, რომლებიც ყოველკვირეულად გამოქვეყნდება "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" გვერდზე.
საინფორმაციო მასალები ვრცელდება ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში და პრობაციას დაქვემდებარებულ პირების საინფორმაციო შეხვედრებზე.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia , დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობი...

C ჰეპატიტის კამპანია 2013

C ჰეპატიტის კამპანია 2013...

REAct -ის 2023 წლის ანგარიში

REAct -ის 2023 წლის ანგარიში...

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროგრამები - წინაპირობა წარმატებული და ეფექტური მკურნალობისათვის

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისა...

...

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საჯარო მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სა...

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2023 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...