ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გამგეობის სამუშაო შეხვედრა
❗️6–8 დეკემბერს ქ. ბათუმში, გაიმართა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“-ს გამგეობის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამგეობის წევრები : ნინო ჯანაშია, დალი უშარიძე, ნინო წულეისკირი, ზორია წურწუმია, სოფია ვერულაშვილი, ზაზა ქარჩხაძე და კონსტანტინე რუხაძე. შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
☑️ განახლდეს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“-ს მოქმედი წესდება და შიდაგანაწესი;
☑️მომზადდეს ორგანიზაციის ძირითადი პოლიტიკების პაკეტი ცალკე დოკუმენტებად:
-ფინანსური პოლიტიკა
-შესყიდვების პოლიტიკა
-ეთიკის კოდექსი
- მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
- ადამიანური რესურსების (HR) პოლიტიკა
- უსაფრთხოების და რისკების მართვის პოლიტიკა
☑️შემუშავდეს 2026–2028 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.