„აივ თვით-ტესტირების მიმღებლობის შეფასების კვლევას ნიმ და მსმ პოპულაციებში საქართველოში“.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, SoS პროექტის ფარგლებში, იწყებს „აივ თვით-ტესტირების მიმღებლობის შეფასების კვლევას ნიმ და მსმ პოპულაციებში საქართველოში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, განისაზღვროს, თუ რამდენად მისაღებია სისხლის ნიმუშისა და ნერწყვის თვით-ტესტების გამოყენება აივ ინფექციის გამოსავლენად მსმ და ნიმ პოპულაციებში საქართველოში.
კვლევაში გამოიყენება ორი ტიპის ტესტი: 1. სისხლის და 2. ნერწყვის
კვლევა ტარდება თბილისსა და რეგიონებში.
ნიმ-ების მოცვა მოხდება ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სერვის ცენტრების მიერ, ხოლო მსმ-ები - ქსელის პარტნიორი ორგანიზაციების „თანადგომასა“ და „თანასწორობის მოძრაობას“ მიერ.

იწყება მონაწილეთა რეკრუტირება. წინასწარ განსაზღვრული ჩართვის კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მუშაკები აუთრიჩის, ასევე დაწესებულების ბაზაზე სხვა სერვისების მისაღებად მოსულ ბენეფიციარებს გადასცემენ თვით-ტესტებს და ავსებენ კითხვას ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. 2 კვირის ვადაში სოციალური მუშაკი ურეკავს კვლევის მონაწილეს და აგროვებს ინფორმაციას თვით-ტესტირების ჩატარების გამოცდილების შესახებ. კვლევის სუბიექტების ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია. მოხდება მათი უზრუნველყოფა პრე და პოსტ-კონსულტირების ბარათებით, ასევე იფუნქციონირებს მათთვის ცხელი ხაზი.

 გვაქვს მოლოდინი, რომ ტესტირების ეს მეთოდი მისაღები იქნება მოწყვლადი პოპულაციების წარმომადგენლებისათვის და შევძლებთ ისეთ ბენეფიციარებთან წვდომას, რომლებიც უარს ამბობენ პროვაიდერის მიერ ჩატარებულ ტესტირებაზე.
ვფიქრობთ, რომ მომავალში აღნიშნული მოდელის ფართოდ დანერგა ხელს შეუწყობს აივ ახალი შემთხვევების გამოვლენას.

 

 




ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა...

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან დაკაშირებულ საკითხებზე

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან და...

REAct-ის ფუნქციონირების დაფარვა

REAct-ის ფუნქციონირების დაფარვა...

აივ ინფექცია და სტიგმა

აივ ინფექცია და სტიგმა...

C ჰეპატიტის კამპანია 2013

C ჰეპატიტის კამპანია 2013...

ტელეკლინიკა - მიიღეთ ანონიმური, უფასო და სწრაფი დისტანციური სამეციდინო მომსახურება

ტელეკლინიკა - მიიღეთ ანონიმური, უფასო და...

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი მასალები (Toolkit) ეროვნული საზოგადოებისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი...

18 მაისს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

18 მაისს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებ...

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირებ...