”არავინ იბადება სხვა ადამიანის სიძულვილით მისი კანის ფერის, წარმომავლობის ან რელიგიის გამო. ადამიანებმა უნდა ისწავლონ სიძულვილი და თუ მათ შეუძლიათ ისწავლონ სიძულვილი, მათ შეუძლიათ ასწავლონ სიყვარული, რადგან სიყვარული უფრო ბუნებრივად მოდის ადამიანის გულში, ვიდრე მისი საპირისპირო. " - Ნელსონ მანდელა
ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო გაუმართლებლად არღვევს ადამიანებს შორის თანასწორობას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ითვლება დისკრიმინაციად. ყველა ადმიანი თანასწორია და ყველას აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული უფლებებით.
საქართველოში კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუმცა უთანასწორო მოპყრობას ყოველდღიურად ვაწყდებით, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. უფრო მეტიც, ხშირად გვიჭირს დავარქვათ დისკრიმინაციას სახელი და სათანადოდ შევაფასოთ იგი.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში.
17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით.
2014 წლის მაისში საქართველოში ამოქმედდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. თუმცა, ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით ჩანს, რომ დისკრიმინაცია ჯერ კიდევ მწვავე პრობლმად დგას საქართველოში.
რეაქტის (Rights – Evidence – ACTion (REAct) ) არის ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და რეაგირების ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის შეგროვება და მართვა თემის დონეზე. რეაქტის ფარგლებში 2019 წლიდან მიმდინარეობს ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირება ონლაინ სისტემაში. ანგარიშების შედეგა ჩანს, რომ რეგისტრირებული 885 შემთხვევიდან, 164 შემთხვევა (18.5%) ლგბტქ + პირთა ადამიანის უფლეების დარღვევებია რეგისტრირებული.
მოგვმართე დახმარებითვის
თუ მიგაჩნია, რომ გახდი უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი, რომელიმე მოწყვლადობის ნიშნიდან გამომდინარე, ან თუ გსურს გაარკვიო რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციას, მოგვმართე ცხელ ხაზზე 599 41 32 42 ან მოგვწერე ჩენს გვერდზე. ჩართვის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო სამართლებრივ დახმარებას, მოგიმზადებენ დოკუმენტებს და დაიცავენ შენს ინტერესებს საქართელოს სახალხო დამცველთან და სასამართლოში.
თუ თავს მიიჩნევ დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლება გაქვს მიმართო საქართველოს სახალხო დამცველს ან/და სასამართლოს.
დისკრიმინაციის მსხვერპლმა სახალხო დამცველს ან სასამართლოს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები დისკრიმინაციის შესახებ. ამის შემდეგ, უკვე მოპასუხე იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა.
#GHRN #REAct
#ებრძოლესტიგმას #არადისკრიმინაციას