საინფორმაციო შეხვედრა N10 და 15 პენიტენციური დაწესებულებაში

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა პროექტის "ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში" ფარგლებში, ჩაატარდა საინფორმაციო შეხვედრა გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულებისთვი N10 და N15 პენიტენციურ დაწესებულებაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას. გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.


C ჰეპატიტის კამპანია

C ჰეპატიტის კამპანია...

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთადონი

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთა...

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება - კვლევა - 2021

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება ...

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAc...

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფ...

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია...

წლიური ანგარიში - 2019

წლიური ანგარიში - 2019...

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია,...

ტელეკლინიკა - 0322 2 56 05 76

ტელეკლინიკა - 0322 2 56 05 76...